
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ პირსახოცის ჩუქება არ შეიძლება:
„რატომ არ უნდა აჩუქოთ პირსახოცი ადამიანს?
ძველი დროიდან მახსოვს და ალბათ, თქვენც იცით, რომ ეს ძალიან ცუდია, შეიძლება ცუდად აისახოს ადამიანზე, პრობლემები შეექმნას, თუნდაც ჯანმრთელობის მხრივ.
აქედან გამომდინარე, არ უნდა აჩუქოთ პირსახოცი არავის და თუ ვინმე გაჩუქებთ, აუცილებლად უნდა გადაიხადოთ გარკვეული თანხა და წარმოთქვათ შემდეგი სიტყვები - გადახდილია!“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე“ - შალვა კეკელია იუბილარია, დეკანოზი 47 წლის გახდა