
ნინუშკა ლისენკო ტაროლოგია, რომელიც საზოგადოებას პერიოდულად რჩევებსა და კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით რიტუალებს უზიარებს.
იგი ასევე ეხება ბევრი ადამიანისთვის სენსიტიურ და აქტუალურ თემას, სწორედ ამიტომ მისი აუდიტორიაც დღითი დღე მზარდია.
ამჯერად ლისენკო მორიგ რეკომენდაციას ავრცელებს, სადაც ვალების დაბრუნების რიტუალის შესახებ საუბრობს:
„ეს რიტუალი კეთდება სავსემთვარეობას. ახლა გვაქვს სწორედ სავსემთვარეობა. თქვენ მოვალეს ნამუსი შეჭამს და ვერ მოისვენებს. რიტუალი კეთდება შემდეგნაირად - მთვარისკენ სახით უნდა დადგე და 33-ჯერ უნდა თქვათ ეს სიტყვები:
დედაო ჩემო მთვარე, გაწყევლიე შენ და შენს ყველა სხივს ვიტაცებ. ეს სხივები-ისრები შეიჭრან სხეულში (სახელი) მის ცოდვილ სულს მიეწებონ. და დაე, ჩხვლეტდნენ მის ცოდვილ სხეულს მანამ, სანამ ვალის დაბრუნება არ მოუნდება. დაეწვნენ მას სხივები, დაე დასცხონ კუთხიდან კუთხეში აყარონ. დედა მთვარე, დამეხმარე შენ თავად იზრდები - ჩემი სიტყვებიც გაიზარდოს. ტუჩები, კბილები, გასაღები, ბოქლომი, ენა. ამინ, ამინ, ამინ“, - ამბობს ნინუშკა ლისენკო ვიდეოში.
@ninushkalisenko4 #foryou #fakebodyy⚠️ #fakesituation⚠️ ♬ Creepy and simple horror background music(1070744) - howlingindicator
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მკვდარი გველი სკოლის სამზარეულოს საკვებში - ინდოეთში 100-ზე მეტი ბავშვი მოიწამლა
⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც მაისში უზარმაზარ მოგებას მიიღებს