Digest Logo

მკვდარი გველი სკოლის სამზარეულოს საკვებში - ინდოეთში 100-ზე მეტი ბავშვი მოიწამლა

1746185907
ბაღში გველი შეიპარა

ინდოეთში, ბიჰარის შტატის ქალაქ მოკამაში, ქვეყნის უფლებადამცველი ორგანო იძიებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 100-ზე მეტი ბავშვი სკოლაში ლანჩის დროს ავად გახდა მას შემდეგ, რაც საჭმელში მკვდარი გველი აღმოაჩინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის განცხადების თანახმად, მზარეულმა ბავშვებს საჭმელი მაინც მიართვა, მიუხედავად იმისა, რომ მასში მკვდარი გველი იპოვა.

კომისიის ინფორმაციით, საკვები, რომელშიც გველი აღმოაჩინეს, დაახლოებით 500-მა ბავშვმა მიიღო.

მას შემდეგ, რაც ბავშვები ავად გახდნენ, ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა.

„თუ აღნიშნული ინფორმაციის შინაარსი სიმართლეა, ეს სტუდენტების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზული პრეცედენტი იქნება“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც მაისში უზარმაზარ მოგებას მიიღებს

⭕„სად არის პიტერ პაიპერის მიერ მოკრიფეთ მწნილი წიწაკის კოჭა?...“ - რა კადრებს აქვეყნებს მატილდა გვარლიანი

🎥 როდიდან ყალიბდება მეხსიერება და როგორ ამახსოვრდება ბავშვს ფაქტები? - სპეციალისტის განმარტება