2026 წელი არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება დატვირთული, რადგანაც მას, აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, წითელი ცეცხლოვანი ცხენი მართავს. სწრაფი ცვლილებებისათვის მოემზადეთ, იმიტომ, რომ წლის მთავარი სიმბოლო ადამიანებს ძალიან დიდ ენერგიას, მოტივაციასა და გამბედაობას ანიჭებს. გვექნება შანსი, რომ ცვლილებები დავგეგმოთ, ყველა ეჭვი გავფანტოთ და ყველაზე ამბიციური გეგმებიც კი განვახორციელოთ. სიმბოლურად, წითელი ცეცხლოვანი ცხენი შეუჩერებელ ენერგიას, ძალასა და მოვლენების დინამიკურ განვითარებას განაპირობებს. დღეს მოგიყვებით ყველაფერზე, რაც წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ უნდა იცოდეთ.
როგორ მოვიზიდოთ სახლში ხვავი და ბარაქა 2026 წლისთვის - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და რჩევებს გვიზიარებს.
„ნალი არის ხვავის და ბარაქის სიმბოლო, რომელიც შეგიძლიათ დაკიდოთ კარზე, ან დადოთ თუნდაც მაგიდაზე.
თუ გინდათ ფული, წარმატება, ხვავი და ბარაქა ნალი უნდა იყოს ამოტრიალებულ მდგომარეობაში - აქ შემოდის ხვავი და ბარაქა, რომელიც რჩება შიგნით, თუ პირიქით დაკიდებთ თქვენი მთელი ხვავი და ბარაქა წავა“, - გვირჩევს ასტროლოგი.

ასევე მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას ურჩევს თუ სახლში უნდათ სიმშვიდე, ოჯახური სტაბილურობა და სულიერი სიმშვიდე ნალი დაკიდონ საპირისპირო მდგომარეობაში.
„ვისაც გინდათ ხვავი, ბარაქა, სიმშვიდეც და ოჯახური სტაბილურობა შეგიძლიათ სახლში გქონდეთ ორი ნალი და ორივე დაკიდოთ სხვადასხვა მიმართულებით“, - ამბობს ასტროლოგი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მსოფლიოში საუკეთესო მამიკოს დაბადების დღეა!“ - ლიზა ჩიჩუა მამას იუბილეს ულოცავს