2023 წლის 20 თებერვალს თევზების ნიშანში ახალი მთვარეა. თევზები, როგორც იცით, წყლის ნიშანია და იგი სენსიტიურობით, გაზრდილი მგრძნობელობითა და ემოციურობითაა გამორჩეული.
🔵რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება 20 თებერვლის ახალმთვარეობა - რამაზ გიგაურის პროგნოზი
ამიტომაც, 20 თებერვალს შესაძლოა, ბევრმა ადამიანმა სწორედ ეს ნიშნები იგრძნოს, რადგანაც მთვარეს ჩვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა აქვს. ემოცია კი იზრდება იმიტომაც, რომ ახალი მთვარის პერიოდში ადამიანები აპათიას, იმედგაცრუებასა და უენერგიობას ისედაც განიცდიან.
რა უნდა გააკეთოთ დღეს?
✅ასტროლოგები თვლიან, რომ ახალი მთვარე, გარკვეულ წილად, ახალ წელს ჰგავს, რა დროსაც, თითქოს, ცხოვრება ნულიდან, სულ ახალი ფურცლიდან იწყება და უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ
20 თებერვალს გაითვალისწინოთ:
✅დაგეგმეთ რაიმე ახლის გაკეთება. დასახეთ მიზნები, გაეცანით კონკრეტულ კურსებს და მომდევნო დღეებში აუცილებლად დაიწყეთ განხორციელება. გახსოვდეთ, ამ პერიოდში შედგენილი გეგმები ბევრად უკეთ მუშაობს რეალურ ცხოვრებაში.
✅დაასუფთავეთ სახლი, გადაყარეთ ძველი, უსარგებლო ნივთები. მიიჩნევა, რომ სიმბოლურად, ამ გზით თქვენი სახლიდან ძველი, ნეგატიური ემოციები გაგაქვთ და ახალ, ბედნიერ მომენტებს კარს უღებთ.
✅გამონახეთ დრო დასვენებისათვის. კარგი იქნება, თუ გაისეირნებთ, სუფთა ჰაერზე გახვალთ, ჰობის გაიხსენებთ.
დაასრულეთ უკვე დაწყებული საქმეები, ვალდებულებები.
✅ჩაიფიქრეთ სურვილი.
✅გახსოვდეთ, რომ თევზების ნიშანში ახალი მთვარე თქვენი მხრიდან განსაკუთრებულ სიმშვიდესა და მოთმინებას საჭიროებს, რადგანაც ამ კომბინაციას აურზაური არ მოსწონს.
რა არ უნდა გააკეთოთ 20 თებერვალს?
❌არ დაიწყოთ ახალი პროექტები და მნიშვნელოვანი საქმეები - როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაგეგმეთ სიახლეები, შეგიძლიათ, ჩაინიშნოთ, ჩამოწეროთ კიდეც, მაგრამ ამ დღეს განხორციელება არ დაიწყოთ.
❌თუ შესაძლებელია, მომდევნო დღეებისთვის გადადეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერა. ამ დღეს ადამიანებს განსაკუთრებით მომატებული შფოთვა აქვთ და დიდია იმის რისკი, რომ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.
❌უარი თქვით ძვირად ღირებული ნივთების შესყიდვაზე და ეს საქმე მომდევნო დღეებისთვის დაგეგმეთ.
არ მიიღოთ ალკოჰოლი.
❌არ იფიქროთ ცუდზე - ასტროლოგები ამბობენ, რომ თუ ამ დღეს ტანჯვასა და სინანულში გაატარებთ, მთელი თვე ეს ემოცია გაგყვებათ.
❌ნუ გამოხატავთ ბრაზს, სიძულვილს, წყენას სამყაროს მიმართ და ნუ იტყვით, რომ ის უსამართლოა, რომ თავს უბედურად გრძნობთ - აუცილებლად გამოხატეთ მადლიერება იმისათვის, რაც გაქვთ და თქვენს ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი კარგი დღე გაჩნდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵მზე თევზებშია - ვინ არიან მომდევნო თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები
🔵„60 წლის ვარ და რაღა დროის ჩემი ბოზობაა“ - ხათუნა ხოფერია
წყარო: www.beaumonde.ge