5 ნოემბერს სავსემთვარეობაა. მას სუპერმთვარესაც უწოდებენ. სუპერმთვარე წელიწადში მხოლოდ 3-4-ჯერ ჩნდება.
სავსე მთვარე მზისა და პლანეტა ურანის დაპირისპირების ნიშნის ქვეშ ხდება. ურანს ნერვიულობა და არაპროგნოზირებადობა მოაქვს. უახლოეს პერიოდში ბევრი ადამიანი ემოციებისა და შფოთვის მომატებას იგრძნობს. გაუჭირდებათ კომუნიკაცია და კონფლიქტების რისკიც გაიზრდება.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღის ენერგია განსაკუთრებით ძლიერია. ამიტომაც, ახალი საქმის, ურთიერთობების წამოწყებისაგან თავი მაქსიმალურად შეიკავეთ.
ბევრი არ აქცევს ყურადღებას მთვარის ფაზებს, რაც ორგანიზმს გარკვეულ პრობლემებს უქმნის.
ბევრი ჩვენგანი უჩივის მომატებულ სისუსტეს, გაღიზიანებას, ჯანმრთელობის გაუარესებას, მგრძნობელობის მომატებას, ემოციის მოზღვავებას და, ვერ ხვდება, რა შეიძლება იყოს ყოველივე ამის მიზეზი.
სავსე მთვარის დროს იმატებს თავის ტკივილი, უძილობა, დისკომფორტი, საერთო სისუსტე და გაღიზიანება. ამიტომ, გირჩევთ, დაძინებამდე ერთი საათით ადრე მიირთვათ ცაცხვის ჩაი. ძალიან კარგია საფეთქლის ლავანდის ზეთით დაზელვა.
სავსე მთვარის პერიოდში, საძინებელი უნდა დააბნელოთ ფარდებით, რადგან, შესაძლოა, მთვარიდან წამოსული ენერგია ძილთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს. უძილობას თავს ადვილად დააღწევთ, თუ სავსე მთვარის პერიოდში მწარე კერძებს არ მიირთმევთ და მსუბუქად ივახშმებთ, უკეთესია. უკეთაც დაგეძინებათ.
სავსე მთვარის დროს, შეგიძლიათ, ვერცხლის ნივთები და ფიგურები დააწყოთ ღია ფანჯარასთან ან აივანზე, რათა მაქსიმალურად აივსოს მთვარის ენერგიით და მეტად აქტიურად ემსახუროს თქვენს ბინაში სასიკეთო ენერგიების მოზიდვას.
ასევე, გირჩევთ, მეტი ყურადღებით მოეკიდოთ საცხოვრებელი ბინის მოწყობასა და გალამაზებას, ყოველ ნივთს მიუჩინეთ კუთვნილი ადგილი, უსარგებლო ნივთები კი სახლიდან გაიტანეთ – ამით მეტ სიმშვიდეს, სიყვარულსა და ურთიერთგაგების ენერგიებს მოიზიდავთ და სასურველ და ჰარმონიულ ატმოსფეროს შექმნით.
ნუ აჰყვებით ემოციებს!
არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
ნუ შეხვალთ კამათში!
ზედმეტად ნუ დაიტვირთებით ფიზიკურად!
***
✅ ჩაიფიქრეთ სურვილი
ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ნებისმიერი სურვილი მატერიალიზდება. დაწერე შენი სურვილები უკვე აწმყო დროში. მაგალითად. მე გავარემონტე სახლი ისე, როგორც მინდოდა. დავიწყე ახალი სამსახური და ა.შ.
✅ ესტუმრეთ სალონს
მთვარის ეს ფაზა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია სტილისტთან ან კოსმეტოლოგთან ვიზიტის დასაგეგმად. გაიკეთეთ სასურველი ვარცხნილობა, შეიცვალეთ თმის ფერი...
✅ წადით პაემანზე
ეს სწორედ ის პერიოდია, როცა პაემანი უნდა დანიშნოთ ან დათანხმდეთ. ნუ შეგეშინდებათ გამოიჩინოთ ინიციატივა, ამ დროს დაწყებულ ნებისმიერ ურთიერთობაში წარმატება გელით.
✅ შეცვალეთ რამე ფინანსური კუთხით
კარგი დროა დაფიქრდეთ თქვენს ფინანსებზე, პირად ღირებულებებზე და იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ შექმნათ მეტი სტაბილურობა თქვენს ცხოვრებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის დეკემბერში დიდი სიურპრიზი ელის
⭕„დიდი მოგზაურობა დაიწყო...“ - სოსო ნებიერიძე მერაბ დვალიშვილის ბრძოლას დაესწრება
⭕„მიიღე საბოლოო გადაწყვეტილება პარტნიორთან დაკავშირებით“ - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 4 დეკემბერს
წყარო: www.zmna.ge