ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.
სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 73 ქვეყანა 🌍
მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 475K გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე.
ამჯერად სოსო სამოგზაუროდ აშშ-ში გაემგზავრა, სადაც UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის ბრძოლას დასეწრება:
„დიდი მოგზაურობა დაიწყო.
ჯერ მივფრინავ ნიუ იორკში, მერე ლას-ვეგასში, სადაც მერაბის ჩხუბს დავესწრები.
ამერიკის შემდეგ კი გეზს მე-7 კონტინენტისკენ, ანტარქტიდისკენ ავიღებ და საოცარ კონტენტს შემოგთავაზებთ“, - წერს სოსო ნებიერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მიიღე საბოლოო გადაწყვეტილება პარტნიორთან დაკავშირებით“ - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 4 დეკემბერს
⭕4 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით