Digest Logo

„საცხოვრებელ სივრცეში სასარგებლოა მთვარის სექტორის გააქტიურება... გვაქვს შესაძლებლობა დავაკორექტიროთ მომდევნო წლის მოვლენები“ - რას წერს ფენ-შუის სპეციალისტი

1765812613
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

ფენ-შუის სპეციალისტი თამო შავლიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2025 წლის დეკემბერი ზუსტად იმავე ენერგეტიკას იმეორებს, რაც 2026 წელს იქნება. 

მისი თქმით, მომდევნო წელს ძალიან ბევრი ცეცხლის სტიქია იყრის თავს და როდესაც რომელიმე ელემენტი ჭარბად არის წარმოდგენილი, ის თავის ნეგატიურ გამოვლინებას იძლევა:

„2025 წლის დეკემბერი ენერგეტიკულად ზუსტად იმეორებს 2026 წელს, ანუ ენერგიების განლაგების კვადრატ ლო შუ-ს რომ დავხედოთ, იდენტური ციფრული გამუსახულებაა. 

როგორც უკვე ვიცით, 2026 წელს ძალიან ბევრი ცეცხლის სტიქია იყრის თავს. როდესაც რომელიმე ელემენტი ჭარბად არის წარმოდგენილი ის თავის ნეგატიურ გამოვლინებას იძლევა. ცეცხლის შემთხვევაში ეს არის: კრიზისი, აგრესია, ძალმომრეობა, ხანძარი, ფეთქებადი სიტუაციები, დანაკარგები ა.შ. 

იმისათვის, რომ ცეცხლის ენერგია „ჩავაცხროთ“ საჭიროა წყლის ელემენტის შემოტანა. ამისათვის საცხოვრებელ სივრცეში ძალიან სასარგებლოა მთვარის სექტორის გააქტიურება (მთვარე განსაკუთრებით მოქმედებს ქალებზე და ამგვარად ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერთ).

დეკემბერში გვაქვს შესაძლებლობა ერთგვარად დავაკორექტიროთ მომდევნო წლის მოვლენები, ასე ვთქვათ დავასწროთ მოვლენებს და ჩვენი საცხოვრებელი სივრცე სასარგებლო ენერგიით „გამოვკვებოთ“.

2026 წელს  მზის და  მთვარის სექტორები განსაკუთრებულ დატვირთვას იძენენ, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით.. 

მთვარის გააქტიურება ეხმარება:

ნებისმიერი ურთიერთობის გაუმჯობესებას, დარღვეული კავშირების აღდგენას (მათ შორის ნათესაური კავშირებისაც), გაუგებრობების, უთანხმოების, ჭორების, ცილისწამების აღმოფხვრას, ატმოსფეროს გაუმჯობესებას, ქალებისთვის მხარდაჭერის მოზიდვას, ქალის ცხოვრებაში ბედნიერი მოვლენების მოზიდვას, აბალანსებს ცეცხლის სტიქიის აგრესიულ გამოვლინებას.

ახლა კი ინებეთ მთვარის სტორის გააქტიურება:

როდის: 11 დეკემბერი, 00-02 სთ. თქვენი დროით, ჩრდილოეთი 2 352,6 – 7,5 გრადუსი.

როგორ ვააქტიურებთ:

მითითებული დროის შუალედში მთვარის სექტორში ვრთავთ შადრევანს, ან ვენტილიატორს. შეგიძლიათ მოათავსოთ აკვარიუმი, მობილური მექანიზმები.

თავად მოთავსდით იგივე სექტორში, ზურგით სამხრეთ-აღმოავლეთისკენ და ჩაიწერეთ სფეროს შესაბამისი სურვილი/მიზანი (ახლანდელ დროში, პოზიტიური შედეგით).

ამჯერად აქტივაციას არ აკეთებენ მაიმუნის წელში დაბადებულები

გისურვებთ ყველა კეთილი სურვილის ასრულებას!“, - წერს თამო შავლიაშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

2025 წლის დეკემბრის მეორე ნახევრის ძირითადი ასტროლოგიური მოვლენები ხათუნა ნოელისგან

„ის პირველი თაობა ვართ, ვინც გაჯეტების სასწაულებს ეზიარა, მაგრამ ადამიანური მონატრების სევდა და ერთმანეთის ჩახუტების ლაზათი მაინც არ დათმო“ - რას წერს ნინო ბაშარული

🎥 „ყველამ იცის, რომ მე ფული არავინ უნდა მთხოვოს და მეც არავის ვთხოვ...“ - როგორი დამოკიდებულება აქვს გია ჯაჯანიძეს ვალებზე