
ექსტრასენსი, ეზოტერიკოსი, ნათელმხილველი მარიამ ციმინტია საზოგადოებისთვის თავისი ზებუნებრივი ძალებით კარგადაა ცნობილი.
იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ბევრი გამომწერი ადევნებს თვალს.
ამჯერად, მარიამ ციმინტია გადაცემა „პოსტ ალიონი“ სტუმარი იყო, სადაც საზოგადოებას სურვილის ასრულებასთან დაკავშირებით რიტუალი გაუზიარა:
„ჩვენი ძირითადი პრობლემა სურვილების ასრულებაში არის არასწორი აზრის ჩამოყალიბება.
როდესაც გვსურს რამე აგვისრულდეს, ძალიან სწორად უნდა ჩამოვაყალიბოთ აზრი და კონკრეტული მიმართულება.
აგიხსნით მეცნიერული კუთხით როგორ ხდება ეს.
როდესაც დადებითი ენერგიის ფონზე ვაყალიბებთ კარგ აზრს, ამას ვიზიდავთ. როცა ნეგატივში ხართ, იზიდავთ ნეგატივს. ანუ ჯერ უნდა გავასწოროთ ჩვენი განწყობა.
სამედიტაციო პრაქტიკას რაც შეეხება, მედიტაციის პრინციპია ჩვენი სხეულის დაბალანსება, მოვადუნოთ აზროვნება, დავაყენოთ ნეიტრალურ ტალღაზე და ამ პროცესში მაგნიტივით იზიდავთ აზრებს, ეს ჯდება თქვენს აურაში.
დედამიწასაც თავისი ჰერცი აქვს, რამაც ახლა ძალიან მოიმატა, ყველას თავი სტკივა, ფორიაქი აქვს. აგვისტოში ძალიან კარგია პრაქტიკების ჩატარება და სურვილის მოზიდვა.
პირველ რიგში, გათავისუფლდით ნეგატიური ენერგიისგან, ბინძურ სხეულზე სუფთა სამოსი არ გესიამოვნებათ.
დღის ნებისმიერ მონაკვეთში განმარტოვდით, აიღეთ ფურცელი და კალამი, დაიწყეთ წერა ყველა ნეგატივის. მაქსიმალურად დაწერეთ წყენები, დახიეთ და გადააგდეთ, ეს იდეალურია. ასე გააგრძელეთ სამი დღე.
მეოთხე დღიდან დაიწყეთ ასეთი პრაქტიკა: დილაობით იპოვეთ აღმოსავლეთის მხარე, კარგი იქნება თუ ეს მხარე აივანს დაემთხვევა, დადექით და დახუჭეთ თვალები, ჩამოაყალიბეთ სურვილი, ოღონდ კონკრეტიზაცია აუცილებელია“, - ამბობს მარიამ ციმინტია.
ასევე დაგაინტერესებთ: