Digest Logo

რას გვპირდება 2026 წლის ნოემბერი: მნიშვნელოვანი ასტროლოგიური თარიღები, პლანეტარული ძვრები და თვის ფავორიტი ნიშნები

1793716042
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

პროცესების თვალსაზრისით გამორჩეულად დატვირთულ ეტაპს წარმოადგენს, სადაც წინა პლანზე ძველი საკითხების გადახედვა, რეტროგრადული ციკლების ამოწურვა და ურთიერთობებში სიცხადის შეტანა გადმოდის.

თვის განმავლობაში მოსალოდნელი ენერგეტიკული ძვრები და დაძაბული ასპექტები ზოდიაქოს ნიშნებისგან მეტ დაფიქრებას, სიფრთხილესა და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს.

ნოემბრის ასტროლოგიური სურათი სავსეა მნიშვნელოვანი თარიღებით, რომლებიც ადამიანების პირად ცხოვრებაზე, ფინანსებსა და სოციალურ კავშირებზე დიდ გავლენას იქონიებს:

4 ნოემბერი (ვენერასა და იუპიტერის სექსტილი): ქმნის ხელსაყრელ პირობებს სიყვარულში, ემოციურ სიახლოვესა და ფინანსურ შეთანხმებებში, ასევე აძლიერებს სოციალურ კავშირებსა და შემოქმედებით ენერგიას.

9 ნოემბერი (მორიელის ახალმთვარეობა): ახალი ციკლის დასაწყისია, რომელიც ღრმა ფინანსურ საკითხებს, ვალებს, კრედიტებს, ინტიმურ ურთიერთობებსა და დაფარულ პროცესებს უკავშირდება.

13-14 ნოემბერი (მერკურისა და ვენერას პირდაპირი მოძრაობა): სრულდება გაურკვევლობის პერიოდი. განახლდება შეჩერებული მოლაპარაკებები, მოწესრიგდება დოკუმენტაცია და გაირკვევა სასიყვარულო თუ მატერიალური პრიორიტეტები.

16 ნოემბერი (მარსისა და იუპიტერის შეერთება ლომში): ძლიერი ენერგეტიკული კომბინაციაა, რომელიც ზრდის საკუთარი თავის გამოვლენის სურვილს, თუმცა ამავდროულად აჩენს გადაჭარბებული თავდაჯერებულობისა და დაუფიქრებელი ფინანსური რისკების რისკსაც.

17–19 ნოემბერი (მზის კვადრატურები პლუტონთან და იუპიტერთან): თვის ყველაზე დაძაბული პერიოდი, როდესაც იზრდება ძალაუფლებისთვის ბრძოლის, პოლიტიკური დაპირისპირებებისა და პირად ურთიერთობებში მანიპულაციების ალბათობა. ასტროლოგი ამ დღეებში სიფრთხილისკენ და კონტროლის დათმობისკენ მოუწოდებს.

24 ნოემბერი (სავსემთვარეობა ტყუპები-მშვილდოსნის ღერძზე): პერიოდი, როდესაც მნიშვნელოვანი ფაქტები, ინფორმაცია და მსოფლმხედველობრივი საკითხები ზედაპირზე გამოდის.
თვის ფავორიტი ნიშნები:

ნოემბრის ზოგადი ასტროლოგიური ფონიდან გამომდინარე, წარმატების, აქტიურობისა და მნიშვნელოვანი გარდატეხების შანსები განსაკუთრებით აქვთ ლომებს, მორიელებს, მშვილდოსნებსა და ტყუპებს, ხოლო დამატებითი ემოციური და ფინანსური მხარდაჭერა კუროებს, სასწორებს, კირჩხიბებსა და თევზებს ელოდებათ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „თითოეულ ქმედებას მოსდევს უკუქმედება“: მიხეილ გულუაშვილი ცხოველთა მიმართ ძალადობასა და საგვარეულო კარმაზე წერს

⭕ რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში - „უდიდესი ნაკლი მეწვრილმანეობა და სიძუნწეა“

⭕ „კახეთში ჩავიყვანე და კარგად მოილხინეს...“ - როგორ გააცნო ბარბარა სამხარაძემ რჩეული ოჯახს?

✕