Digest Logo

„კახეთში ჩავიყვანე და კარგად მოილხინეს...“ - როგორ გააცნო ბარბარა სამხარაძემ რჩეული ოჯახს?

1793697468
ბარბარა სამხარაძე

მომღერალმა და მუსიკოსმა ბარბარა სამხარაძემ ჟურნალ „სარკესთან“ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

როგორც იგი აღნიშნავს, შეყვარებულია და რჩეული ოჯახის წევრებსაც გააცნო. ბარბარამ აღნიშნა ისიც, რომ ჯერ დაოჯახებას არ ჩქარობს:

„ერთი წელია, რაც ჩემს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, ვის გვერდითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ის არ არის სახელოვნებო სფეროდან. ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ კახეთში ჩავიყვანე და ჩემს მშობლებს გავაცანი. მათ არაფერს ვუმალავ და არც ეს ამბავი დამიმალავს. ძალიან მოეწონათ ერთმანეთი და კარგად, კახურად მიოლხინეს. მეც ვიცნობ მის ოჯახს.

ჩემი მშობლებისთვის მისი გაცნობა იმას არ ნიშნავს, რომ ხვალვე საქორწინო ბეჭედს გავიკეთებ და ქორწილი გვექნება. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ტრადიციებს პატივს არ ვცემ, პირიქით, ყველა კარგი ქართული ტრადიცია მომწონს, მაგრამ ჯერჯერობით არ ვჩქარობ. ამ თემაზე მეტი საუბარი არ მინდა. მთავარია, ერთმანეთის გვერდით ბედნიერები ვართ და სრულ ჰარმონიაში ვიმყოფებით“, - ამბობს ბარბარა სამხარაძე.

ცნობისთვის, 26 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა.

მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, ბარიატრიული ოპერაციის შედეგად წონაშიც დაიკლო. ამასთან, პირად განვითარებასაც დაუთმო დიდი ძალისხმევა და საკუთარი მუსიკალური სტუდია ჩამოაყალიბა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მაგიური სიტყვა თუ შინაგანი ბარიერი: რატომ გვიჭირს ბოდიშის მოხდა და რა როლს თამაშობს გულწრფელობა ურთიერთობებში

🎥 ნეპალში ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი

⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2-8 ნოემბრის კვირაში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება

✕