Digest Logo

„რას ვუბრუნდებით და რატომ? რას ვუშვებთ ხელიდან და რას ვიწყებთ თავიდან?“ - მიმდინარე კვირის ტენდენციები ანა ჯალაღონიასგან

1791189039
ანა ჯალაღონია

კვირის ასტროპროგნოზი, 5-11 ოქტომბერი: ცაზე ისეთი ენერგიები იკრიბება, რომლებიც გვაიძულებს დავფიქრდეთ.

რას ვუბრუნდებით და რატომ? რას ვუშვებთ ხელიდან და რას ვიწყებთ თავიდან?

✨7 ოქტომბერს რეტრო ვენერა და მერკური მორიელში ერთიანდებიან და აქ ზედაპირული პასუხები აღარ გვაკმაყოფილებს.

შეიძლება დაბრუნდეს ძველი სიყვარული, ძველი საუბარი, დაუმთავრებელი ურთიერთობა ან თემა, რომელიც გვეგონა, რომ უკვე დასრულებული იყო. მაგრამ მთავარი კითხვა იქნება არა დაბრუნდება თუ არ, არამედ ღირს კი ამის თავიდან დაწყება? ამ დღეებში ინტუიცია ძალიან ძლიერი იქნება. შეიძლება ისეთი რამ გაიგოთ ან იგრძნოთ, რაც აქამდე დამალული იყო.

❤️ სიყვარულში კი ფრთხილად ,ემოციის პიკში მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო გადაწყვეტილებად არ აქციოთ. ამავე პერიოდში მარსი ლომში სექსტილს ქმნის ურანთან. ეს არის მოულოდნელი მოქმედების, გაბედულების და ახალი შესაძლებლობის ენერგია. თუ დიდი ხანია რაღაცის შეცვლა გინდოდათ იმოქმედეთ. შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს იდეა, შემოთავაზება, ახალი ნაცნობობა ან ფინანსური შესაძლებლობა.მაგრამ ეს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს გადაწყვეტილი რადგან რეტრო ვენერას ფაზას გავდივართ.

✨10 ოქტომბერი განსაკუთრებით ძლიერი დღეა. რეტრო ვენერას კვადრატი მარსთან ძველ გრძნობებსა და ახალ სურვილებს ერთმანეთთან აპირისპირებს. შეიძლება გვინდოდეს ადამიანი, მაგრამ ვიცოდეთ, რომ მასთან დაბრუნება სწორი არ არის. შეიძლება გვინდოდეს ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ რაღაც გვაჩერებდეს,  ამიტომ 10 ოქტომბერს მოერიდეთ იმპულსურ დაშორებებს, შერიგებებს, ეჭვიანობის სცენებს და ემოციურ გადაწყვეტილებებს.

🌑 და სწორედ 10 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:50-ზე, გვექნება ახალმთვარეობა სასწორის 17°21′-ზე. ეს არის ახალი ციკლის დასაწყისი ურთიერთობებში, პარტნიორობაში, შეთანხმებებში და სამართლიანობის თემებში.

ახალმთვარეობას აქვს დაძაბული კავშირი სატურნთან , ამიტომ დასაწყისი შეიძლება მარტივი არ იყოს.რადგან დაგაფიქრებთ მზად ხართ პასუხისმგებლობისთვის? მაგრამ იუპიტერთან სექსტილი გვაძლევს შესაძლებლობას თუ სწორ არჩევანს გავაკეთებთ, ეს ცვლილება მომავალში ზრდასა და გაფართოებაში დაგვეხმარება, ამიტომ ეს კვირა სიფრთხილით გაიარეთ.

არ დაბრუნდე მხოლოდ იმიტომ, რომ მოგენატრა. არ დაასრულო მხოლოდ იმიტომ, რომ გაბრაზდი და არ დაიწყო მხოლოდ იმიტომ, რომ ემოცია ძლიერია. ჯერ გაიგე, რა გინდა სინამდვილეში. ეს კვირა ძველ კარს კიდევ ერთხელ გვიღებს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ საბოლოოდ გავიგოთ, შევდივართ თუ ვხურავთ. ისევ და ისევ გამოიყენეთ ეს ენერგიები სწორი დაფიქრებული, გაანალიზებული გადაწყვეტიელებებისთვის, რომელიც წარსული შეცდომების გამოსწორებაში დაგეხმარებათ.

მთავარია იცოდეთ რა გინდათ, დარჩენა ამ სიტუაციაში თუ გასვლა.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ნეკა დოროყაშვილი დაინიშნა - „მილანის მოდის კვირეულმა ახალი სიყვარული მაპოვნინა“

⭕„ნუ დაგეგმავთ საქმეს, სადაც მოგება გსურთ, ენერგიები ყველა ძალას გაათანაბრებენ“ - 5 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

🎥 შეიძლება თუ არა ძუძუთი კვება ორსულობის დროს? - პედიატრის განმარტება

✕