ორსულობის დროს ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით ბევრი მითი და მცდარი შეხედულება არსებობს, მაგალითად, ორსულობისას ძუძუთი კვება აუცილებლად იწვევს თვითნებურ აბორტს ან ნაადრევ მშობიარობას, რძე ხდება „მოწამლული“ ან უხარისხო მუცლადმყოფი ბავშვის გამო, შვილს ვიტამინები და საკვები ნივთიერებები დააკლდება და ა.შ.
შეიძლება თუ არა ძუძუთი კვება ორსულობის დროს? - აღნიშნულ თემაზე პედიატრმა თამარ ობგაიძემ ისაუბრა:
„უნდა შეწყდეს თუ არა ორსულობის დროს ძუძუთი კვება? აღმოჩნდა, რომ არა.
თუ ორსული ქალი არ არის ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის მაღალი რისკის ქვეშ, თუ ბავშვი კარგად ვითარდება, თუ ქალს არ აქვს ანემიის რისკები, სხვა დეფიციტური მდგომარეობა, მაშინ შესაძლებელია ძუძუთი კვება გაგრძელდეს.
უცნაური ამბავი ხდება, შეიძლება ქალმა 9 თვე აჭამოს, მაგრამ როგორც კი დაიბადება ახალი ბავშვი, ხელახლა იწყება რძის წარმოქმნა და წარმოიქმნება ხსენი, ანუ ეს რძე უკვე იმ ახალი ბავშვისაა.
კვება საერთოდ სასწაულია. თვითონ დედის რძე არის ცოცხალი ნივთიერება, რომელიც ყოველწუთიერად იცვლება ბავშვის მოთხოვნილებისამებრ“, - ამბობს თამარ ობგაიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: