მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა მილანის მოდის კვირეულზე ყოფნისას მისი ცხოვრების სასურველი მამაკაცი იპოვა. ამასთან დოროყაშვილი ერთ-ერთ ჩვენებაზე გამოვიდა და კარიერული თვალსაზრისით თანამშრომლობის ახალი წინადადებებიც მიიღო.
მოდელი ჟურნალ „თბილისელებს“ პირადი ბედნიერების შესახებ ესაუბრა:
„სხვათა შორის, საქართველოში ამ ადამიანთან ერთად ვბრუნდები.
მოდის კვირეულის შემდეგ „ავთერ ფართიზე“ ერთად წავედით არმანის რესტორანში.
იქ მნახა და ამის მერე ერთად ვართ. არასდროს შემხვედრია ბიჭი, რომელსაც ერთი ნახვით შევუყვარდებოდი. თან, მეგონა, რომ უბრალოდ, სხვა ეროვნების კაცთან არ მექნებოდა ის ემოცია და სიახლოვე, რაც შეიძლება, ქართველთან მქონოდა.
ამ ადამიანმა კი ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. ასე რომ, მილანის მოდის კვირეულმა ახალი სიყვარული მაპოვნინა. ზოგი ამბავი ისე იწყება, თითქოს ზღაპრის პირველი გვერდი თავისით გადაიშალა.
მან, როგორც კი დამინახა, ხელი მთხოვა. ხომ არის ეს ზღაპრის დასაწყისი? ჩვენ ერთად ვბრუნდებით საქართველოში და ჩვენი ზღაპარი ახლა იწყება...“, - ამბობს ნეკა დოროყაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 შეიძლება თუ არა ძუძუთი კვება ორსულობის დროს? - პედიატრის განმარტება
წყარო: fortuna.ge