Digest Logo

🎥 რატომ არ ეცემა მეხი იმას, ვინც ცუდად მოგექცა? - ეზოთერიკოსის განმარტება

1770646286
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს ვიდეოს უზიარებს, სადაც კარმაზე საუბრობს და ადამიანებს ახასიათებს.

სპეციალისტმა ისაუბრა სიკეთესა და ბოროტებაზე. ასევე ადამიანებზე, რომლებსაც სამყაროში სხვადასხვა დანიშნულება აქვთ:

„ძალიან ბევრი რამ წამიკითხავს და საბოლოოდ მივედი იქამდე, რომ თავად განმემარტა რა არის კარმა. ყველაზე მეტად ამ მოძღვრებებიდან მომეწონა განმარტება, სადაც კარმა ახსნილი იყო, როგორც მიზეზ-შედეგობრიობა. რატომღაც ჩვენი გონება ისეა მოწყობილი, რომ ცუდ კონტექსტში აღვიქვამთ. არადა მედალს ორი მხარე აქვს. ცუდს იზამ ცუდად დაგიბრუნდება, კარგს იზამ კარგი დაგიბრუნდება. ნებისმიერ შენ ქმედებას მოჰყვება შესაბამისი შედეგი.

კარმა განზოგადებული ენერგია კი არ არის, არამედ ეს არის მსაჯულის არქეტიპული ენერგია ჩვენ მენტალურ სხეულში. სინანული სინდისის ქენჯნა და შენი პირადი მოსამართლე, რომელიც ხშირ შემთხვევაში შენ ჯვარცმას იწვევს. რაღაცაზე გაწამებს, რატომ გააკეთე და რისთვის გააკეთე.

არ არსებობს ცუდი და კარგი ადამიანი.

ასევე ცუდი და კარგი საქციელი. ყველა ადამიანს აქვს თავისი როლი. ამიტომ არიან ადამიანები, რომლებიც ფუნქციურად იმისთვის არიან დაბადებულები, რომ იყვნენ ბოროტები. ჩვენთვის ცუდი ადამიანი, სწორედ ამ ბოროტებისთვის არის დაბადებული. რადგან ბალანსი ყოფილიყო დაცული სამყაროში. იუდასაც თავის როლი ჰქონდა, ქრისტესაც თავის როლი ჰქონდა, რომ არა ეს როლები ვერ გავარჩევდით კარგსა და ცუდს. შენთვის ცუდი არ ნიშნავს რომ სამყაროსთვის ცუდია“, - ამბობს ქეთევან ჯანდიერი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ნორმალური ქრისტიანი, ვერ უნდა იძინებდეს და ვერ უნდა იღვიძებდეს...“ - თეოდორე გიგნაძე

⭕„რატომ ვერ ეგუებით წარმატებულ ადამიანებს და რატომ გიყვართ წაქცეულის ყურება?!“  - ქეთი ჩხაიძე მიმართვას ავრცელებს

🎥 18-დღიანი პრაქტიკა მარიამ ციმინტიასგან, რომელიც სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ - „ძილის წინ 9-ჯერ დაწერეთ ეს სურვილი“