Digest Logo

რატომ გვტკივა ყველაზე მეტად ახლობელი ადამიანებისგან? - „ეხება იმ ადგილებს, სადაც ყველაზე დაუცველები ვიყავით ბავშვობაში“

1768573705
ეზოტერიკოსი

რატომ გვტკივა ყველაზე მეტად ახლობელი ადამიანებისგან? - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსი „მარის გრიმუარი“ წერს და ამბობს, რომ ტკივილი არის სიგნალი და არა მტერი.

მისი თქმით, ახლო ურთიერთობაში მხოლოდ ადამიანი არ გვტკენს, არამედ აქტიურდება ყველაფერი, რაც ოდესღაც უკვე გვტკენდა:

„უცნობი ადამიანის სიტყვა შეიძლება უსიამოვნო იყოს, მაგრამ ახლობლის სიტყვა გვანგრევს.
 
ეს იმიტომ ხდება, რომ ახლო ურთიერთობაში მხოლოდ ადამიანი არ გვტკენს, არამედ აქტიურდება ყველაფერი, რაც ოდესღაც უკვე გვტკენდა.

ახლობელი ადამიანი ეხება იმ ადგილებს, სადაც ყველაზე დაუცველები ვიყავით ბავშვობაში. მაგ: მიღება, უსაფრთხოება, სიყვარული.

როდესაც ტკივილი ძლიერია, ხშირად ვფიქრობთ, რომ პრობლემა „ახლა და აქ“ არის. სინამდვილეში კი, ახლანდელი სიტუაცია მხოლოდ ღილაკს აჭერს ძველ გამოცდილებას.

ამიტომაც რეაქცია შეიძლება იყოს გადაჭარბებული, ცრემლი-მოულოდნელი და ტკივილი ბევრად უფრო ღრმა, ვიდრე ერთ სიტყვას შეიძლება გამოეწვია იმ მომენტში.
 
ეს ნიშნავს, რომ ცოცხალი ხარ და გიყვარს. ტკივილი არის სიგნალი და არა მტერი. 

და თუ საკუთარ თავს მოუსმენ, ტკივილიც ნელ-ნელა გადაიქცევა გაგებად“, - წერს ეზოტერიკოსი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დაუყოვნებლივ გადაყარეთ გამხმარი ან დამჭკნარი მცენარეები...“ - რომელი ყვავილი გვართმევს ენერგიას?

„ბრძოლა გაჩაღებული გვაქვს თავში - იმ შეზღუდვებთან და ძველ მრწამსებთან, რომლებიც გვმართავენ“ - თამარ კვარაცხელია უპირობო სიყვარულზე

⭕„ეს არის აღიარების, ქების, კარგი ამბების და საკუთარი თავით სიამაყის დღე“ - 16 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზი