ეზოტერიკოსი ნინო ლეჟავა საზოგადოებაში დამკვიდრებულ იმ მცდარ სტერეოტიპს ამსხვრევს, თითქოს მაგიური ზეგავლენა მხოლოდ მავნე და ბოროტ ადამიანებზე ვრცელდება.
როგორც ავტორი აღნიშნავს, ენერგეტიკულად სუსტი წერტილები და გარე ზემოქმედებისადმი მიმღებლობა შესაძლოა ისეთმა ყოველდღიურმა ფაქტორებმა შექმნას, როგორიცაა სხვისი რესურსის მითვისება, ტყუილი, დაუმსახურებელი თავგანწირვა, დარღვეული პირობები თუ პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალება:
„რატომ ექვემდებარება ადამიანი მაგიურ ზეგავლენას და რა ხდის მას ენერგეტიკულად სუსტს❓
პირველ რიგში, უნდა დავანგრიოთ ერთი საკმაოდ გავრცელებული და პრიმიტიული წარმოდგენა: თითქოს მაგიური ზეგავლენა მხოლოდ ცუდ, ბოროტ და არაკეთილსინდისიერ ადამიანებზე მოქმედებს, (ან მხოლოდ ისინი აკეთებენ ამას), ხოლო კეთილი ადამიანები ავტომატურად დაცულები არიან.
🤫 ეს ასე არ არის❗️ ჩემი პრაქტიკული გამოცდილებით, მაგიური ზეგავლენის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანიც, რომელიც ერთი შეხედვით კეთილსინდისიერი, პატიოსანი და საკმაოდ კეთილიც გახლავთ.
✋ მაშ, რა შეიძლება ქმნიდეს ადამიანის ცხოვრებაში იმ სისუსტეს, რომელსაც მაგიური ზეგავლენის მოქმედება იყენებს.
1. სხვისი რესურსის მითვისება.
❗️ როდესაც იღებ იმას, რაც შენ არ გეკუთვნის. იქნება ეს მატერიალური სიკეთე, სხვისი შრომა, დრო, ენერგია თუ შესაძლებლობა.
✔️ 2. ტყუილი და მისი შედეგები.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენი ტყუილი სხვა ადამიანის ცხოვრებას აზიანებს.
❗️სიტყვას პასუხისმგებლობა ახლავს და ზოგჯერ ერთი ტყუილის შედეგი გაცილებით მძიმეა, ვიდრე თავად მატყუარას წარმოუდგენია.
✔️ 3. ადამიანის დამცირება და შეურაცხყოფა.
❗️(აღარ ვსაუბრობ ბევრად მძიმე შემთხვევებზე), როდესაც მიზანმიმართულად ლახავ სხვის ღირსებას, აუფასურებ მის ბუნებას და საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად სხვა ადამიანის განადგურებას ცდილობ.
🤲 4. ღალატი.
ხშირად მესმის ქალებისგან: „იდეალური ქმარი იყო, შესანიშნავი მამა, კარგი ადამიანი, მაგრამ ვიღაც ცუდმა ქალმა მოაჯადოვა და ოჯახიდან წაიყვანა“
❗️😉 მაპატიეთ, მაგრამ ასე მარტივად პასუხისმგებლობის მესამე პირზე გადატანა არასწორია.
❌ თუ ადამიანი ღალატობს, პირველ რიგში მისი არჩევანი და პასუხისმგებლობა უნდა განვიხილოთ. მაგიაზე მითითება ამ პასუხისმგებლობას არ გააქრობს.
❗️🤝 5. არასწორად გაწეული სიკეთე.
ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხია. როდესაც ადამიანი საკუთარ შრომას, დროსა და ენერგიას მუდმივად გასცემს, საკუთარ თავს კი არაფერს უტოვებს.
❗️ როდესაც მისი რესურსი სხვისი პარაზიტული არსებობის გამოკვებას ხმარდება და ამას სიკეთეს უწოდებს.
🤫 სიკეთე არასოდეს ნიშნავდა და ნიშნავს საკუთარი თავის განადგურებას.
😉 თავგანწირვა ყოველთვის ღირსება არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენი რესურსით სხვა ადამიანის უპასუხისმგებლობას კვებავ.
✋ 6. დარღვეული პირობა და აღებული ვალდებულებების უგულებელყოფა.
❗️ ოკულტურ სისტემებში სიტყვას, პირობასა და ფიცს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
🤫 როდესაც ადამიანი მუდმივად არღვევს საკუთარ სიტყვას, ის საკუთარ შინაგან წესრიგსაც ასუსტებს.
✔️ და ბოლოს, სკეპტიციზმი.
ჩემი აზრით, სკეპტიციზმი ცნობიერების დაცვის საკმაოდ კარგი მექანიზმია.
❗️ადამიანი, რომელიც ყველაფერს ბრმად არ იღებს, ნაკლებად ექვემდებარება შიშით, შთაგონებითა და მანიპულაციით ზემოქმედებას.
✔️ მაგრამ სკეპტიციზმიც არ არის აბსოლუტური ფარი.
😉 პირადად ჩემს პრაქტიკაში შემხვედრია სკეპტიკოსებიც, რომელთა მდგომარეობას მაგიური ზეგავლენის ნაწილში განვიხილავდი.
✔️ ჩემი ხედვით, მაგიურ პრაქტიკაში მნიშვნელოვანია არა ადამიანის „კარგად“ ან „ცუდად“ დაყოფა, არამედ საკუთარი ქმედებების, შინაგანი პასუხისმგებლობისა და პირადი საზღვრების გააზრება“, - წერს ნინო ლეჟავა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: