Digest Logo

„წმინდა გიორგის მადლი და ძალა ფარავდეს თქვენს ოჯახებს...“ - დუეტი „ლეონი“

1795439636
დუეტი „ლეონი“  დუეტი „ლეონი“

დუეტი „ლეონი“ სოციალურ ქსელში გამომწერებს გიორგობას ულოცავს და მათ ოჯახებს, შვილებსა და ახლობლებს ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილი სურვილების ასრულებას უსურვებს:

„გიორგობას გილოცავთ, ჩვენო ძვირფასო ადამიანებო.
გისურვებთ, წმინდა გიორგის მადლი და ძალა ფარავდეს თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს და ყველა საყვარელ ადამიანს.

ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა და მშვიდობა.ყველა თქვენი კეთილი სურვილი აგისრულოთ უფალმა“, - წერს დუეტის ოფიციალური გვერდი.

ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს, ხოლო 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს.

გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი III საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის პერიოდში ის მხედართმთავრად მსახურობდა, თუმცა ქრისტიანთა დევნის დაწყების შემდეგ მან ღიად აღიარა საკუთარი რწმენა, რის გამოც სასტიკად აწამეს და 303 წელს თავი მოჰკვეთეს.

ქართულ კულტურასა და ისტორიაში წმინდა გიორგის გამორჩეული ადგილი უჭირავს - იგი საქართველოს მფარველ წმინდანად მიიჩნევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით მის სახელზე ასობით ტაძარი და სალოცავია აგებული.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Dueti LeoNiii • დუეტი ლეონიი (@duetileoniii)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ სავსე მთვარე ტყუპები-მშვილდოსნის ღერძზე - მოულოდნელი ცვლილებები, რეგულუსის გავლენა და ასტროლოგის რეკომენდაციები

⭕ მარადიულობა, დაცვა და ალქიმია - რას ნიშნავს სინამდვილეში ანხი: რას წერს ქეთი ოდიშელი

⭕ „რა განმეორდა თქვენს ცხოვრებაში აგვისტოს შემდეგ?“ - 24 ნოემბრის სავსემთვარეობა და გადამწყვეტი პერიოდი: ლამზირა ხაჭაპურიძის პროგნოზი

✕