ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი 24 ნოემბრის სავსე მთვარის - ტყუპების 2°20′-ზე მდებარე მნიშვნელოვანი ლუნაციის - გავლენას მიმოიხილავს, რომელიც ცაზე „აფრის“ კონფიგურაციას ქმნის, ურანთან შეერთებით მოულოდნელ მოვლენებსა და ინფორმაციულ-სატრანსპორტო სიურპრიზებს ააქტიურებს, ხოლო ლომის ბოლო გრადუსზე მარს-იუპიტერის შეერთებითა და სამეფო ვარსკვლავ რეგულუსთან კავშირით დრამატულობას ამძაფრებს. პოსტში ასევე გაწერილია, რომელ ზოდიაქოს ნიშნებს შეეხება ეს ლუნაცია ყველაზე მეტად და რა ნაბიჯები დაგვეხმარება დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად:
„🌕 ♊️♐️24 ნოემბერი - სავსე მთვარე ტყუპები-მშვილდოსნის ღერძზე ხვალ, თბილისის დროით 18:53 საათზე, სავსე მთვარეა ტყუპების 2°20′-ზე. ეს მნიშვნელოვანი ლუნაციაა. მზე-მთვარის ოპოზიცია ტყუპები-მშვილდოსნის ღერძზე ახლო ასპექტებშია პლანეტების უმეტესობასთან და ცაზე მნიშვნელოვან კონფიგურაციას - აფრას - ქმნის.
ერთი მხრივ, მზე და მთვარე კვადრატს ქმნიან მარსისა და იუპიტერის შეერთებასთან ლომის ბოლო გრადუსებზე, ხოლო მეორე მხრივ, მჭიდროდ არიან ჩართული ჰარმონიულ ასპექტებზე აგებულ აფრაში. დეტალურად რომ მივყვეთ, მთვარე ტყუპებში დაახლოებით 1°-იანი ორბისით უერთდება ურანს.
სავსე მთვარე მოვლენების კულმინაციას უკავშირდება, ეს შეერთება კი ტემპერატურას კიდევ უფრო მაღლა წევს და ზრდის მოულოდნელი, არაპროგნოზირებადი, წინასწარ განუჭვრეტელი მოვლენების ალბათობას. ეს მოვლენები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტყუპების ნიშნის თემატიკასთან - ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებასთან, იქნება ეს მედიის თუ სხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
ასევე მოსალოდნელია მოულოდნელობები ტრანსპორტთან, მგზავრობასა და გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებში. ნეპტუნთან და პლუტონთან პოზიტიური ასპექტები, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად ანელებს ამ დრამატულობას. სავსემთვარე კვადრატშის მარსისა და იუპიტერის შეერთებასთან ლომის ნიშანში.
მარსი ლომის ბოლო, კრიტიკულ გრადუსზეა და შეერთებაშია სამეფო ვარსკვლავ რეგულუსთან, რომელიც ძალაუფლებასთან, ლიდერობასთან, მაღალ სტატუსსა და აღიარებასთან ასოცირდება.
ეს ამძაფრებს ლუნაციის დრამატულობას და ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ თავი შევიკავოთ ზედმეტი ამპარტავნებისა და სიამაყისგან, გადაწყვეტილებები მივიღოთ დაფიქრებულად და გადავდგათ რაციონალურად გააზრებული ნაბიჯები.
ვის შეეხება: ♊️♐️♍️♓️ ეს ლუნაცია განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც მუტაბელურ ნიშნებში - ტყუპებში, მშვილდოსანში, ქალწულსა და თევზებში - ჰყავთ მნათობები, პირადი პლანეტები ან სხვა მნიშვნელოვანი წერტილები, განსაკუთრებით ამ ნიშნების პირველ გრადუსებზე. ასევე საყურადღებოა ფიქსირებული ნიშნების ბოლო გრადუსები - ლომი, მერწყული, კურო და მორიელი. ♌️♒️♏️♉️
რეკომენდაციები:
• გამოვიჩინოთ სიფრთხილე მგზავრობისა და გადაადგილების დროს.
• გადავამოწმოთ მიღებული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ მოვახდინოთ გააზრებული რეაგირება.
• თავი შევიკავოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისა და იმპულსური მოქმედებებისგან.
• მოვერიდოთ ზედმეტ სიამაყეს, ამპარტავნებასა და საკუთარი პოზიციის ნებისმიერ ფასად დაცვის სურვილს“, - წერს თამარ ხოსროშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ მარადიულობა, დაცვა და ალქიმია - რას ნიშნავს სინამდვილეში ანხი: რას წერს ქეთი ოდიშელი
⭕საქართველოში ამინდი შეიცვლება - სად არის მოსალოდნელი წვიმა და ტემპერატურის კლება