Digest Logo

რატომ ვერ გრძნობს ზოგიერთი ადამიანი მკურნალ ენერგიებს - „ქრისტიანულ გაგებაში შეესაბამება სულიწმიდის ენერგიას, ყველა მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი“

1773077077
ენერგიები, რეიკი

რუსუდან კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთში დიპლომირებული ჰიპნოთერაპევტი, რეიკის ოსტატი-მასწავლებელია.

იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ მიზეზზე საუბრობს, რის გამოც ზოგიერთი ადამიანი მკურნალ ენერგიებს ვერ გრძნობს:

„აი, რატომ გრძნობს ზოგი ადამიანი მკურნალ ენერგიებს და ზოგიც კი - ვერა....

ბევრს ალბათ დაებადება კითხვა, რატომ არის, რომ ზოგი ადამიანი გრძნობს ენერგიებს (მაგალითად, რეიკის ენერგიას) და ზოგიც კი, ვერა. რეიკის ენერგია, რომელიც ქრისტიანულ გაგებაში შეესაბამება სულიწმიდის ენერგიას, ყველა მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი და ყველა მსურველს სიყვარულით ეხმარება, მაგრამ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც განვითარებული აქვთ შესაბამისი სულიერი უნარები, გრძნობენ მას (უშუალოდ ენერგიას).
შედარებისთვის, ავიღოთ მობილური ტელეფონის სიგნალი.

ის ყველგან ტრიალებს სივრცეში ჩვენს ირგვლივ, მაგრამ მხოლოდ ის ადამიანები ახერხებენ მის დაჭერას და მისით სარგებლობას, ვისაც შესაბამისი აპარატი (ტელეფონი) აქვს. ანალოგიურად, წმინდა ღვთიურ ენერგიებს გრძნობენ და გაცილებით უკეთ იღებენ ის ადამიანები, რომლებსაც უკვე განვითარებული და გააქტიურებული აქვთ ამ ენერგიების მისაღებად საჭირო სულიერი უნარები და ენერგოარხები.

თუმცა, აქვე უნდა ხაზგასმით აღინიშნოს ის, რომ თუკი ადამიანი რწმენით და სიყვარულით გაუღებს გულს მკურნალ ენერგიებს, ღვთიური ენერგიები მას აუცილებლად დაეხმარებიან მიუხედავად იმისა, ეს ადამიანი გრძნობს თუ არა ენერგიის მუშაობას მასთან. ამასთანავე, ღვთიური კურნების შედეგების გასაცნობიერებლადაც დაკვირვებული თვალი და გახსნილი სულიერი გონი სჭირდება ადამიანს.

ასე რომ, თუ გვსურს უკეთ შევიგრძნოთ და ავითვისოთ მაღალ ვიბრაციული ღვთიური ენერგიები, უფრო ინტენსიურად უნდა დავკავდეთ სულიერი პრაქტიკებით და მეტი რწმენა, სიყვარული და მადლიერება ვიქონიოთ გულში“, - წერს რუსუდან კვირიკაშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„არ გავუტარებ, არც თმენის ვალდებულება მაქვს და არც ჩემი პროფესიაა ვინმესთვის მწვანე შუქი...“ - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

„წარმატება ხშირად არა მხოლოდ იდეაზე, არამედ სწორ დროს გადადგმულ ნაბიჯზეა დამოკიდებული“ - რა არის ელექციური ასტროლოგია

„მარცხენა მაჯაზე წითელი კალმით დაიწერეთ ციფრი 9...“ - როგორ მივიღოთ სწრაფი ფული?