Digest Logo

„არ გავუტარებ, არც თმენის ვალდებულება მაქვს და არც ჩემი პროფესიაა ვინმესთვის მწვანე შუქი...“ - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

1773075754
გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალი და კომპოზიტორი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისმა პროფესიამ, ხალხის მიმართ კეთილმა დამოკიდებულებამ მრავალი ადამიანისთვის აგდებული დამოკიდებულება „გაახსნილა“. 

როგორც თავად ამბობს, დღეიდან ირიბად მიყენებულ შეურაცხყოფასაც აღარ გაატარებს:

„დღეიდან ადამიანებისთვის ირიბად მოყენებულ შეურაცხყოფასაც არ გავუტარებ, არანაირი არც თმენის ვალდებულება არ მაქვს და არც ჩემი პროფესიაა ვინმესთვის მწვანე შუქი, რომ მე, ჩემს ოჯახს და ჩემს ახლობლებს, ან გვწყევლოს, ან შეურაცხყოფა მოგვაყენოს, ან მორალი გვიკითხოს ან რაიმეში დაგვადანაშაულოს.

ამ ჩემმა პროფესიამ, ადამიანების მიმართ კეთილმა დამოკიდებულებამ, მრავალი ადამიანისთვის გაახსნილა აგდებული დამოკიდებულება და „შეჩემას“ ხარისხში საუბარი.

ღირებულებების არ ქონა, „გაიდლაინებით“ აზროვნება, ფეხის ხმაზე აყოლა, პრიორიტეტების არასწორი იერარქია,
ფსევდოჰუმანურობა, ფსევდორელიგიურობა, საჭიროს და არა საჭიროს შორის ზღვრის გაქრობა, სხვისი აზრისა და უფლების უგულებელყოფა, კანონის საკუთარ თავზე მორგება და არა კანონზე მორგება, ყურის იმ მხრიდან გამობმა საიდანაც აწყობთ, საკუთარზე თვალის დახუჭვა და სხვაზე გადავლა.

კიდე ვრცლად შეიძლება ჩამოთვლა.

სწორედ ესაა ი, რის გამოც წინ არ და ვერ წავალთ...

არავინ არ გაიჭაჭანებს ჩემს ახლოს, არც სოცქსელში და არც ფიზიკურად ვისთანაც მინიმუმ ზემოთ ნათქვამში შეუთავსებლობა მექნება!“, - წერს გიორგი სუხიტაშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„წარმატება ხშირად არა მხოლოდ იდეაზე, არამედ სწორ დროს გადადგმულ ნაბიჯზეა დამოკიდებული“ - რა არის ელექციური ასტროლოგია

„მარცხენა მაჯაზე წითელი კალმით დაიწერეთ ციფრი 9...“ - როგორ მივიღოთ სწრაფი ფული?

რატომ არის საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვება? - „გვიანი კვება ქოლესტერინის დონის მატებას იწვევს“