Digest Logo

რატომაა 29 იანვრამდე პერიოდი განსაკუთრებით საყურადღებო, რა მიმართულებით უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე და რა უნდა გავაკეთოთ წარმატებისთვის

1704810364
სავსემთვარეობა

ვენერას ხშირად ბედნიერების პლანეტასაც უწოდებენ. ის ჩვენს დამოკიდებულებას როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვა ადამიანების მიმართაც განსაზღვრავს და სხვადასხვა ქცევაზე გავლენას ახდენს. პლანეტა ასევე ფინანსებთან, ფულის შოვნასა და მისი გონივრულად დახარჯვის უნართან ასოცირდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ვენერა აკონტროლებს ადამიანების გრძნობებს, სიყვარულს, სილამაზეს, ასოცირდება რელაქსაციასთან და სიმშვიდესთან. ამიტომაც, როდესაც აღნიშნული პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ასტროლოგები ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას ურჩევენ და კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ. რეტროგრადული მოძრაობის დროს ყველა ის სფერო, რომლებსაც ვენერა განაგებს, ფერხდება და სხვადასხვა პრობლემა იქმნება. გართულებულია კომუნიკაცია, სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, შესაძლოა, ჩვეული ჰარმონია აირიოს, ადამიანებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ, არასაჭირო, არამიზნობრივი ხარჯების წინაშე დადგნენ, შეეცვალოთ თვითშეფასება, იგრძნონ მომატებული შფოთვა და ემოციური არასტაბილურობა.

პლანეტა ვენერამ რეტროგრადული მოძრაობა 2023 წლის 19 დეკემბრიდან დაიწყო და 2024 წლის 29 იანვარს დაასრულებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ გავლენას ადამიანები იანვრის ბოლომდე იგრძნობენ. კერძოდ:

რეტროგრადული ვენერას დროს დაძაბულობა როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში იმატებს.

მოლაპარაკებები შესაძლოა, ახლა ბევრად უფრო გართულებული იყოს, ვიდრე სხვა პერიოდებში.

შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ამ პერიოდში ძალიან მარტივად გავიწყდებათ ყველაფერი, მათ შორის, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეებიც. ასევე, ენერგიის დაქვეითებასა და უმოტივაციობას იგრძნობთ.
მოგონებები და წარსულში დაბრუნების სურვილი განსაკუთრებით გაძლიერდება. მათ შორის, დიდი შანსია, რომ კვლავ გამოჩნდნენ ყოფილი შეყვარებულები, პარტნიორები, მეგობრები... თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ ეს ბედნიერების ნაცვლად, არც თუ ისე ხელსაყრელ სიტუაციას მოგიტანთ. შესაძლოა, ილუზიები მალევე გაქრეს და კვლავ იმედგაცრუება იგრძნოთ.

მოგონებები და წარსულში დაბრუნების სურვილი განსაკუთრებით გაძლიერდება. მათ შორის, დიდი შანსია, რომ კვლავ გამოჩნდნენ ყოფილი შეყვარებულები, პარტნიორები, მეგობრები... თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ ეს ბედნიერების ნაცვლად, არც თუ ისე ხელსაყრელ სიტუაციას მოგიტანთ. შესაძლოა, ილუზიები მალევე გაქრეს და კვლავ იმედგაცრუება იგრძნოთ.

ასევე, ჯობს დიდი და სპონტანური შესყიდვებისაგან თავი შეიკავოთ, რადგანაც შესაძლოა, წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ და შედეგით უკმაყოფილო დარჩეთ.

თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, ასტროლოგები გირჩევენ, რომ იმიჯის მკვეთრი ცვლილება, პლასტიკური ოპერაციები არ დაგეგმოთ და შემდგომი პერიოდისათვის გადადოთ.

ფინანსური დოკუმენტაციის შევსებისა და გაფორმების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ.

რა უნდა გავაკეთოთ რეტროგრადული ვენერას დროს?

ასტროლოგები გირჩევენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება თქვენი გარდერობის, სამკაულების, ნივთების დალაგებას დაუთმოთ. ვენერა სილამაზისა და ესთეტიკის პლანეტაა და ამიტომაც, ჯობს ამ საქმეს ყურადღებით მოეკიდოთ.

გადაარჩიეთ ნივთები, ტანსაცმელი და რასაც აღარ იყენებთ, სახლიდან გაიტანეთ - გააჩუქეთ, გაყიდეთ, ან გადაყარეთ.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ წესრიგის შენარჩუნებას.

თუ კონკრეტული ადამიანის დაბრუნება გსურთ, გადადგით პირველი ნაბიჯი, დაურეკეთ, მისწერეთ, შეხვდით, ბოდიში მოუხადეთ და შეეცადეთ, უთანხმოება გაარკვიოთ.

საყვარელი ადამიანების მიმართ უფრო მეტი სიყვარული და სითბო გამოხატეთ.

დაუბრუნდით იმ საქმეებს, რომლებიც სიამოვნებას განიჭებდთან, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო მათზე უარი თქვით.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ აღნიშნა ახალი წელი რატი დურგლიშვილმა ახალ სახლში

🔵რა მნიშვნელოვან ცვლილებებს ჩაეყრება საფუძველი იანვრის დასაწყისში და რაში უნდა გამოიჩინოთ მეტი წინდახედულობა - ასტროლოგის გაფრთხილება

🔵 „გაითვალისწინეთ, რომ მსგავს პაციენტებში ე.წ. ჩუმი ინფარქტის ძალიან მაღალი რისკია“ - ზურა ბერიკაშვილის დისშვილი საზოგადოებას აფრთხილებს

წყარო: www.beaumonde.ge