Digest Logo

🎥 „რაც დასასრულებელი გვაქვს, უნდა დავასრულოთ...“ - ნინა სუსლოვას რჩევები 2025 წლის სწორად გაცილებისთვის

1766692797
ნინა სუსლოვა

ასტროლოგი ნინა სუსლოვა გადაცემაში „სხვა რაკურსი“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც 2026 წლის ტენდენციებსა და 2025 წლის გაცილებაზე ისაუბრა.

ასტროლოგმა საზოგადოებას რიტუალიც გაუზიარა, რომელიც პრობლემების ძველ წელში დატოვებას უწყობს ხელს:

„17 თებერვალს შემოდის ცხენის წელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალ წელს მნიშვნელობა არ აქვს. ციკლი იცვლება და შემოდის მზის წელი. ახალი წელი დგება რა თქმა უნდა, 2026 წელს 1-ელ იანვარს, თუმცა ნიშანი შეიცვლება 17 თებერვალს.

ცხენი ყოველთვის წინ იყურება და არასდროს წარსულში. ყველაფერი, რაც დასასრულებელი გვაქვს უნდა დავასრულოთ და ბოლომდე მივიყვანოთ. ყველაფერი ცუდი დავტოვოთ წინა წელს. თუ კი ვინმესთვის რაიმე სიკეთის გაკეთება შეგვიძლია, უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად დადებითი ენერგია გავცეთ. თუნდაც იმიტომ, რომ რაღაც კარგი დავტოვოთ ძველ წელში.

იმისათვის, რომ დავტოვოთ წარსულში ნებისმიერი რამ, რაც ხელს გვიშლის, თასში უნდა ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ მარილი ფურცელზე დაწერთ პრობლემას და დაწვავთ სანთელზე. ეს დაგეხმარებათ პრობლემების განეიტრალებაში“, - გვირჩევს ნინა სუსლოვა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „2026 იქნება „თავიდან დაბადების წელი...“ - გოგა მანია

🎥 „2026 წელი ყველას მისცემს საშუალებას, განსაკუთრებით შემოქმედებით ადამიანებს წარმატებებს მიაღწიონ...“ - ხატია ბედოშვილი „ცეცხლოვანი ცხენის“ წელზე

⭕„შესაძლოა, მიიღოთ მემკვიდრეობა ან დიდი ოჯახური მხარდაჭერა...“ - 2026 წლის ტაროლოგიური პროგნოზი თხის რქისთვის