Digest Logo

🎥 გოგა მანია: 2026 იქნება „თავიდან დაბადების“ წელი

1766690624
გოგა მანია

ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე გოგა მანია სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც თემაზე: „რა ელის საქართველოს 2026 წელს“ - ისაუბრა.

ეზოთერიკოსმა აღნიშნა, რომ ადამიანებმა საკუთარ თავში ბალანსი უნდა იპოვონ. საზოგადოებას გოგა მანია მოუწოდებს მედიტაციებისა და ლოცვისკენ. 2026 წელს კი იგი „თავიდან დაბადების წელს“ უწოდებს:

„საქართველომ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გაიარა. დასრულდა მთავარი და დიდი პრობლემები. 2026 წელი იქნება „თავიდან დაბადების წელი“. დასრულდება ძველი ციკლი და გადავალთ საოცარ ეტაპზე. აუცილებლად გაუმართლებთ ადამიანებს, რომლებიც ბალანსს დაიცავენ. მთავარი წესი არის ბალანსის დაცვა, სულიერებასთან ახლოს ყოფნა, მედიტაცია, ლოცვა.

განკურნების წელი.

ეს იქნება წარმატების, განკურნების, დაბალ ვიბრაციული ენერგიების მოშორების. შესაბამისად იგრძნობენ ენერგეტიკულ მოზღვავებას. პრობლემა იმაში არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დოზირება და ბალანსის დაცვა. საკუთარ თავში უნდა შევძლოთ ამ ბალანსის პოვნა, მერწმუნეთ კარგი წელი ელოდება არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს“, - ამბობს გოგა მანია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „2026 წელი ყველას მისცემს საშუალებას, განსაკუთრებით შემოქმედებით ადამიანებს წარმატებებს მიაღწიონ...“ - ხატია ბედოშვილი „ცეცხლოვანი ცხენის“ წელზე

⭕„შესაძლოა, მიიღოთ მემკვიდრეობა ან დიდი ოჯახური მხარდაჭერა...“ - 2026 წლის ტაროლოგიური პროგნოზი თხის რქისთვის

⭕„ურთიერთობები იქნება იდუმალი და ღრმა...“ - 2026 წლის ტაროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის