„მთვარე თხის რქის ნიშანშია, რაც გვაძლევს სიმტკიცეს, დისციპლინას და მიზნებზე კონცენტრირების უნარს. დღეს ემოციებზე მეტად გონივრული გადაწყვეტილებები და კარგად დაგეგმილი ნაბიჯები გაგვიყვანს წარმატებამდე“, - 26 ივლისის ასტროპროგნოზს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში გვიზიარებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:
„💼 რას ვაკეთებთ დღეს?
❤️ მოაწესრიგეთ საქმეები, ფინანსები და აზრები. რაც მეტი წესრიგია, მით უფრო მარტივად მოვა სასურველი შედეგი.
❤️ დაგეგმეთ მომდევნო დღეები და კვირები. დღეს დაწყებული საქმეები და სწორად გაწერილი გეგმები მომავალში კარგ შედეგს მოგიტანთ.
❤️ გადაწყვეტილებები მიიღეთ ფაქტებზე დაყრდნობით და არა ემოციებით. სიმშვიდე, მოთმინება და პასუხისმგებლობა დღეს თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება.
დღევანდელი ენერგია იდეალურია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, მიზნების დასასახად და ისეთი საფუძვლის შესაქმნელად, რომელიც მომავალში სტაბილურ წარმატებას მოგიტანთ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ქრისტიანობაში მიზანი არ არის საკუთარ თავთან ბრძოლა“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე