Digest Logo

„რაც მეტს ვიღებ, მით მეტი მემატება“ - ჯადოსნური ფორმულა ფინანსური კეთილდღეობისთვის ქეთი ოდიშელისგან

1779200916
ქეთი ოდიშელი

მატერიალური კეთილდღეობის, წარმატებისა და ენერგეტიკული ბლოკების მოხსნისთვის ეზოტერიკაში ხშირად იყენებენ სპეციალურ გეომეტრიულ ნიშნებს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „მიდასის ვარსკვლავია“.

„ჯადოსნური ფორმულა ფინანსური კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ქეთი ოდიშელი გვიზიარებს.

„მიდასის ვარსკვლავი“ ცნობილი, როგორც სიუხვისა და წარმატების სიმბოლო მას სახელი ფრიგიის ლეგენდარული მეფე მიდასის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც ყველაფერს, რასაც ეხებოდა, ოქროდ აქცევდა.

❓ რა არის მიდასის ვარსკვლავი?

🫴 გამოიყენება მატერიალური კეთილდღეობის, ფინანსური წარმატების, მიზნების მიღწევისა და ენერგეტიკული ბლოკების მოსახსნელად.

🫴 ვიზუალურად ის წარმოადგენს გეომეტრიულ ნიშანს (სიგილი), რომელიც ასხივებს პოზიტიურ ენერგიას და იზიდავს სიუხვის ენერგიას.

🫴 რეიკის მიმდევრები მას ხშირად იყენებენ მედიტაციის დროს, იხატავენ ხელის გულზე, ან ათავსებენ სახლში/სამუშაო სივრცეში ფინანსური ნაკადის გასააქტიურებლად.

💫 მიდასის ვარსკვლავი -​ სიმბოლო, რომელსაც მოაქვს ფინანსური იღბალი!

🫴 ​გამოიყენება ხვავისა და ბარაქის მოსაზიდად, თუმცა ბარაქა მხოლოდ ფულადი სახით არ გამოიხატება, ეს არის ჩვენი პოტენციალის გამოვლენა და საშუალება, გავაკეთოთ ის, რაც გვჭირდება და რაც გვსურს. ​სიმბოლო ხსნის ფულის არხს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანს ფული საერთოდ არ აქვს და არ იცის, სად იშოვოს ის.

🫴 როდესაც იღებთ ნაღდ ფულს (ლარს, დოლარს, ევროს და ა.შ.) ან თქვენს ხელფასს, წარმოიდგინეთ „მიდასის ვარსკვლავი“ იისფერ შუქში და გაიმეორეთ განზრახვა (აფირმაცია), რომ ამ სიმბოლოს თქვენს ცხოვრებაში კეთილდღეობა მოაქვს.

🫴 ​ასევე შეგიძლიათ დახატოთ იგი ქაღალდზე და ეს ფურცელი მოათავსოთ ყულაბაში, საფულეში, სეიფში ან იქ, სადაც ფულს ინახავთ.

✋სიმბოლოს განთავსებისას გაიმეორეთ შემდეგი განზრახვა: ​„მიდასის ვარსკვლავო, მოიზიდე ფინანსური ბარაქა და ჩემი შემოსავლები გააათმაგე (ან რამდენჯერაც გინდათ გაზარდოთ მიუთითეთ). ამ სიმბოლოს დახატვისთანავე, ჩემი საფულე (ყულაბა, საფულე, ან თქვენი ვარიანტი) სულ უფრო და უფრო ივსება. რაც მეტს ვიღებ, მით მეტი მემატება. მიდასის ვარსკვლავო, აქციე ეს (საფულე, ყულაბა, სეიფი) მატერიალური კეთილდღეობის, ბარაქის უსასრულო წყაროდ! „დაე იყოს ასე!“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ჩადეთ ცელოფნის პაკეტში და დამალეთ“ - რიტუალი თაფლით და ქაღალდის ფულით თამუნა იოსელიანისგან

⭕ „სინათლის ფასი მხოლოდ იმან იცის, ვისაც სიბნელეში გაუვლია“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

🎥 რა დაემართა ანჯელინა ჯოლის? - მსახიობის შეცვლილი ვიზუალი მედიის ყურადღების ცენტრშია