Digest Logo

„რჩეულს მკაცრ მოთხოვნებს ნუ წაუყენებთ...“ - 14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1783976675
ასტროლოგია, ჰოროსკოპი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს პერიოდი რომანტიკისთვის ნამდვილად არახელსაყრელია — დასუსტებული ვენერა და აგრესიული მარსი სკანდალებისა და უთანხმოებების ატმოსფეროს ქმნიან. ეცადეთ, ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, ვის წინაშეც თავს დამნაშავედ გრძნობთ. დღევანდელი დღე წარმატებულია შემოქმედი ადამიანებისთვის — მათი საქმიანობა საოცარ შედეგებს მოიტანს. მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ გავლენიანი ადამიანის მფარველობის იმედი გქონდეთ. მოსალოდნელია კარგი შემოსავალიც. დროა, გადადებულ საქმეებსა და მოუგვარებელ პრობლემებს ბოლო მოუღოთ. შესაძლოა, საღამოს მსუბუქი თავბრუს ხვევა და ზოგადი სისუსტე იგრძნოთ. ეცადეთ სტრესულ სიტუაციებს თავი აარიდოთ და ძალების აღსადგენად დრო გამონახოთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაც საუკეთესო სცენარით განვითარდება. თქვენი პიროვნული თვისებები დიდ სამსახურს გაგიწევთ: ნათესავების მიმართ გამოჩენილი სიკეთე ოჯახურ კავშირებს კიდევ უფრო გაამყარებს. ამის მიუხედავად, ასტროლოგები გირჩევენ, მაქსიმალური მოთმინება და პუნქტუალურობა გამოიჩინოთ, რადგან ციური სხეულების არახელსაყრელმა განლაგებამ შესაძლოა სამსახურებრივ საქმიანობაში სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს. შესაძლოა, თქვენი მატერიალური მდგომარეობა ამჟამად იდეალურისგან შორსაა, თუმცა ეს დროებითია — ფორტუნა მალე თქვენკენ შემოტრიალდება და ფული ყველა საჭიროებისთვის საკმარისად გექნებათ. ხელსაყრელი დროა აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა თქვენს ჯანმრთელობაზეც აისახება.

ტყუპები

დღის მთავარი მოვლენა მომავლის ერთობლივი გეგმების განხილვა გახდება. ეს თქვენს გრძნობებს უფრო გაამყარებს და საერთო ბედნიერებაზე დაგაფიქრებთ. მეგობრების სტუმრობა სხვა დროისთვის უნდა გადადოთ, რადგან თქვენს გეგმებში მოულოდნელი გარემოება ჩაერევა. გირჩევთ, რომ ჯერ კარგად დაფიქრდეთ და შემდეგ თქვათ ან გააკეთოთ და არა პირიქით. იღბალი ცვალებადია, ამიტომ ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ და თუნდაც მცირე, მაგრამ გარკვეული დანაზოგი მაინც დააგროვოთ. მარსისა და იუპიტერის დაპირისპირების გამო, დღეს შესაძლოა მსუბუქი თავბრუს ხვევა იგრძნოთ. გაითვალისწინეთ ეს და მოერიდეთ ისეთ სახიფათო აქტივობას, როგორიც სიმაღლეზე მუშაობაა.

კირჩხიბი

თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს ასტროლოგიური პროგნოზი მყარი და ორმხრივად საინტერესო ურთიერთობის დაწყებას უწინასწარმეტყველებს. ახლა მნიშვნელოვანია, მზად ხართ თუ არა ამის მისაღებად. მარტოობისა და სიმშვიდის წუთები თქვენთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება. მიუხედავად ამისა, ახლობლებს ნუ დაივიწყებთ და ოჯახური საქმიანობისთვის დრო გამონახეთ. დღის პირველ ნახევარში საბუთებთან მუშაობა მოგიწევთ — ეს შეიძლება როგორც სამსახურებრივი ქაღალდების გაფორმება, ისე პირადი გარიგებები ან ხელშეკრულებები იყოს. გირჩევთ, სხვის საქმეებში ნუ ჩაერევით, უმჯობესია, ყურადღება საკუთარ პასუხისმგებლობებზე გადაიტანოთ. საუკეთესო დროა მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად. დღეს საკუთარი ინტერესები პრიორიტეტად აქციეთ და აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ.

ლომი

სასიყვარულო საქმეებში მოულოდნელი გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა გამარჯვების აღნიშვნას ნუ იჩქარებთ — შესაძლოა, სინამდვილე და სასურველი ერთმანეთში გერევათ. დაოჯახებულ ლომებს სასიამოვნო ფუსფუსი — საიუბილეო სამზადისი ან სტუმრების მიღება ელით. თქვენი სასიცოცხლო ტონუსი ჩვეულებრივზე მაღალია, რის გამოც მუშაობაში ჩართვას და ახალი მოვალეობების შესრულებას ადვილად ახერხებთ. შესაძლოა, ბოლო დროს იმაზე მეტი დახარჯეთ, ვიდრე საჭირო იყო, ამიტომ ახლა ეკონომიურად ცხოვრება უნდა ისწავლოთ და ვალების აღებას მოერიდოთ.

ქალწული

ემოციები, რომლებმაც ბოლო დროს დაგიპყროთ, ადრე თუ გვიან გაივლის, ამიტომ ეცადეთ, წამიერ გატაცებებს არ აჰყვეთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და იპოვით ძალას, რომელიც ჰარმონიული ურთიერთობების შექმნაში დაგეხმარებათ. ეს დღე ხელსაყრელია საქმიანი კავშირების დასამყარებლად და გარიგების დასადებად. გამომუშავებული თანხის ნაწილი შეგიძლიათ ძვირფასი ნივთებისა და მოდური ტანსაცმლის შესაძენად დახარჯოთ, რაც თქვენს ინდივიდუალურობას ხაზს გაუსვამს. შეიძლება თავში ახალი იდეა ან პროექტი მოგივიდეთ, რომლის განხორციელებაც სამომავლოდ არ უნდა გადადოთ. დღის სწორი დაგეგმვა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, დღის განრიგი ისე შეადგინოთ, რომ ღამის ძილს, სულ მცირე, 8 საათი დაუთმოთ.

სასწორი

თუ დღეს თქვენსა და თქვენს მეორე ნახევარს შორის წარსულის აჩრდილი ჩადგა, ნეგატიურ ფაქტორებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ნათესავებთან ურთიერთობა უფრო თბილი და მეგობრული გახდება. გირჩევთ, ამ დღეს ოჯახთან ერთად მეტი დრო გაატაროთ და საერთო საინტერესო საქმეებით დაკავდეთ. საქმიანი შეხვედრები და სამსახური სჯობს სამომავლოდ გადადოთ. გარემოს შეცვლა შთაგონების პოვნასა და განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ძველი უსიამოვნებებიდან დასკვნები გამოიტანოთ და საკუთარი ქცევა შეცვალოთ. ახალ თანამდებობაზე გადასვლის წინადადებებს ჯერჯერობით ნუ დათანხმდებით. ახლა საუკეთესო დროა მენტალური განწმენდისთვის — სამსახურებრივი და საყოფაცხოვრებო საქმეებისგან თავისუფალ დროს ბუნებაში გაისეირნეთ, ტაძარს ეწვიეთ ან მედიტაციით დაკავდით.

მორიელი

თუ ახლახან საინტერესო ადამიანი გაიცანით და ურთიერთობის განვითარება გსურთ, რჩეულს მკაცრ მოთხოვნებს ნუ წაუყენებთ, რადგან ამით მხოლოდ დააფრთხობთ. საქმე, რომელსაც საკუთარი ძალებით თავს ვერ ართმევთ, ჯობია სამომავლოდ გადადოთ. ეცადეთ, კვირის განმავლობაში ყველა მიმდინარე საქმე დაასრულოთ, რადგან მალე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ამოცანები გელით. პერსპექტიული დღეა თმის გასამაგრებელი კოსმეტიკური პროცედურებისთვის — გამოიყენეთ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული ნიღბები და ვიტამინების კომპლექსები.

ვრცლად იხილეთ ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 14 ივლისის ახალმთვარეობა: ჰეკატეს სიმბოლიზმი და ახალი ციკლის დასაწყისი ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

⭕ „საოცარი ქალი ხარ“ - რუსა ჩაჩუას ორიგინალური ლუქი და გამომწერების კომპლიმენტები

⭕ 14 ივლისი - ახალი მთვარე კირჩხიბში: ემოციური განახლება და საკუთარ ჭეშმარიტ არსთან დაბრუნება