Digest Logo

რეტრო ვენერა მზის გულში: 8 წლიანი ციკლის გარდატეხა და ჩვენი შინაგანი ტრანსფორმაცია - ანა ჯალაღონიას ასტროპროგნოზი

1792772889
ანა ჯალაღონია

რეტრო ვენერა მზის გულში:

8 წლიანი ციკლის გარდატეხა და ჩვენი შინაგანი ტრანსფორმაცია.

24 ოქტომბერს მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ცაზე, რეტრო ვენერა მორიელში და მზესთან შეერთება, სიყვარულის, ღირებულებებისა და სურვილების გარდაქმნის მომენტი.

ვენერასა და მზის ზუსტი შეერთება , ციკლის შუა წერტილი, რომელსაც ასტროლოგიურ ტრადიციაში ვენერას კაზიმი ეწოდება, როცა პლანეტა მზესთან განსაკუთრებულად ახლოსაა.

თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტება: ვენერას მზესთან შეერთება ყოველთვის დამწვრს არ ნიშნავს, ტრადიციულ ასტროლოგიაში, დამწვრობა და კაზიმი განსხვავებული მდგომარეობებია.
კაზიმი მზის ცენტრში ყოფნის სიმბოლოა, ხოლო ვენერას რეტროგრადული ციკლის შუა შეერთება ხშირად ძველი ვენერასეული თემების გარდატეხის წერტილად განიხილება.

რატომ არის რვა წლიანი ციკლი მნიშვნელოვანი?

ვენერას მოძრაობას განსაკუთრებული რიტმი აქვს.

დაახლოებით რვა წლის განმავლობაში დედამიწიდან დანახული ვენერას მზესთან შეერთებები ცაზე ქმნის განმეორებად გეომეტრიულ ნიმუშს პენტაგრამის მსგავს ფიგურას, ამიტომ რვა წელი ასტროლოგიაში ვენერას ციკლის მნიშვნელოვანი პერიოდია.

ვენერას რეტროგრადული ფაზები დაახლოებით ყოველ 18 თვეში ერთხელ ხდება, მაგრამ მათი თანმიმდევრობა დაახლოებით რვა წელიწადში უბრუნდება მსგავს ნიშნებსა და გრადუსებს.

ეს ნიშნავს, რომ ახლანდელი პერიოდი შეიძლება სიმბოლურად დაგვაკავშიროს იმასთან, რაც დაახლოებით რვა წლის წინ დავიწყეთ, ავირჩიეთ, შეგვიყვარდა ან ჩვენს ღირებულებებში შევცვალეთ.

რვა წელი არ ნიშნავს, რომ ზუსტად იგივე მოვლენა განმეორდება. უფრო საინტერესოა, როგორ შეიცვალა ჩვენი დამოკიდებულება იმავე თემის მიმართ.

შეიძლება მაშინ სიყვარული გვესმოდა როგორც საკუთარი თავის დათმობა, ახლა კი ვისწავლოთ, რომ სიყვარული საკუთარი თავის დაკარგვას არ უნდა ნიშნავდეს.

მზე ასტროლოგიაში ცნობიერების, იდენტობისა და სიცოცხლის ცენტრალური ძალის სიმბოლოა. ვენერა კი იმ ღირებულებებსა და სურვილებს წარმოადგენს, რომლებითაც ჩვენს ცხოვრებას აზრსა და სიამოვნებას ვანიჭებთ.
როცა რეტროგრადული ვენერა მზეს უერთდება, შეგვიძლია ეს აღვიქვათ როგორც მომენტი, როცა ჩვენი სურვილები პირისპირ ხვდება ჩვენს ნამდვილ იდენტობას.

ვენერა მზის სხივებში ასტრონომიულად შეიძლება დროებით უხილავი გახდეს. ასტროლოგიური ენით ეს უხილავობა შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მეტაფორა,ძველი სურვილი კარგავს თავის ჩვეულ ფორმას, რათა ჩვენ მის არსს დავაკვირდეთ.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ურთიერთობა დაინგრევა ან ყველა ფინანსური საკითხი შეიცვლება. უფრო სწორად, ეს არის შინაგანი გადაფასების სიმბოლო, რომელიც ზოგჯერ გარეგნულ გადაწყვეტილებებშიც აისახება.

ზოგჯერ გარდაქმნა ხმაურიანია, ზოგჯერ კი სრულიად ჩუმი. შეიძლება ადამიანი არაფერს ამბობდეს, მაგრამ პირველად აღარ ეთანხმებოდეს იმას, რასაც წლების განმავლობაში იტანდა.

შეიძლება აღარ უნდოდეს ძველი,დღეს შეიძლება მიხვდე, რომ სიყვარული ზოგჯერ საკუთარი თავის დაცვასაც ნიშნავს.

რვა წლის წინ შეიძლება გინდოდა, რომ სხვას დაენახა შენი ღირებულება, დღეს კი იწყებ იმის გააზრებას, რომ შენი ღირებულება სხვისი მზერით არ იქმნება.

ეს არის ვენერას ციკლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმბოლური გარდაქმნა. არა მხოლოდ იმის შეცვლა, რაც გვინდა, არამედ იმის შეცვლა, თუ ვინ ვართ იმ სურვილის მიმართ.

როგორ გამოვიყენოთ ეს პერიოდი პრაქტიკულად?

ამ ენერგიის გამოყენება შეგვიძლია არა შიშით, არამედ გაცნობიერებით.

გადახედე ძველ არჩევანს. რა შეიცვალა შენში ბოლო რვა წლის განმავლობაში?

რომელი ურთიერთობა, ფინანსური გადაწყვეტილება ან სურვილი აღარ შეესაბამება შენს დღევანდელ თავს?

დააკვირდი ემოციურ რეაქციებს. ეჭვიანობა, მონატრება ან წყენა არ არის ავტომატურად გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ისინი შეიძლება მიუთითებდეს საჭიროებაზე, რომელსაც ყურადღება სჭირდება.

გადააფასე ფინანსური პრიორიტეტები, შეამოწმე, სად მიდის შენი რესურსი და ემსახურება თუ არა ის შენს რეალურ მიზნებს.

მიეცი საკუთარ თავს დრო. თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ემოციურად მძაფრ მომენტში უნდა მიიღო, შეეცადე ჯერ გაარკვიო, რა გინდა და რატომ.

ასევე დაგაინტერესებთ: 

⭕მთვარე ვერძის ნიშანშია - რა სამედიცინო რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ამ პერიოდში

🎥 „მოწევას იწყებენ 12-13 წლის ასაკში და ისინი შეუქცევად ზიანს აყენებენ თავიანთ ტრაქეობრონქიალურ ხეს“ - პულმონოლოგი კახა ვაჭარაძე

⭕როგორ ვესაუბრებით საკუთარ თავს, როცა ფიქრები მოსვენებას არ გვაძლევს? - ნატა გაგუას რეკომენდაცია

✕