კახა ვაჭარაძე არის ცნობილი და მაღალკვალიფიციური ექიმი, პულმონოლოგი, ფთიზიატრი, ბრონქოლოგი და თორაკალური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 37 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
იგი პოდკასტის KiDoc სტუმარი იყო, სადაც მოწევასა და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა:
„მოწევას იწყებენ 12-13 წლის ასაკში და ისინი შეუქცევად ზიანს აყენებენ თავიანთ ტრაქეობრონქიალურ ხეს.
რაც შეეხება თამბაქოს ბოლს, რა საკვირველია, ეს არის მეორადი ბოლი და ეს არის ის გართულება, როდესაც, ჩვენ პატარებს ნებსით თუ უნებლიედ ვაყენებთ ზიანს. როდესაც ჩვენ მათ ვიხუტებთ გულზე, მათ შეხება აქვთ ტანსაცმელთან, ჩვენს თმასთან, დაახლოებით, მოწეული მავნე ნივთიერებებიდან 25% ელიმინირდება, 25% რჩება, მწეველის ორგანიზმში და 50% ჰაერში გამოყოფს მავნე ნივთიერებებს. ამით ზიანი ადგებათ ოჯახის წევრებს, ცოლს, შვილებს, ნათესავებს და იმ ადამიანებს, ვინც მის გარშემო მოღვაწეობს“, - ამბობს კახა ვაჭარაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ ვესაუბრებით საკუთარ თავს, როცა ფიქრები მოსვენებას არ გვაძლევს? - ნატა გაგუას რეკომენდაცია