Digest Logo

რეტროგრადული მერკური 26 თებერვლიდან 20 მარტამდე – რას უნდა მოვერიდოთ და როგორ გამოვიყენოთ ეს პერიოდი?

1772292936
 რეტროგრადული მერკური

2026 წლის 26 თებერვლიდან პლანეტა მერკურმა რეტროგრადული მოძრაობა დაიწყო. ის რეტროგრადულ ფაზას 20 მარტს დაასრულებს.

​ასტროლოგიაში მერკური კომუნიკაციას, ლოგიკურ აზროვნებას, დოკუმენტაციას, მიმოწერას, ტექნოლოგიებსა და მგზავრობას განაგებს. რეტროგრადული ფაზის დროს კი ჩვეული პროცესები, თითქოს, ფერხდება: გზავნილები იკარგება, შეთანხმებები ირევა, კომუნიკაცია რთულდება, ტექნიკა კი მოულოდნელად ფუჭდება.

​ამჯერად რეტროგრადული ფაზა თევზების ნიშანში გაივლის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელ შეფერხებებს გაფანტულობა და ემოციური ფონი დაემატება, ფაქტების ემოციებისაგან გამიჯვნა კი გართულდება. თუმცა, ეს არა კატასტროფული, არამედ განსაკუთრებული პერიოდია, როდესაც სწორი რეკომენდაციებით სირთულეების თავიდან არიდება შესაძლებელია.

რისი გაკეთება არ შეიძლება რეტროგრადული მერკურის დროს - ზოგადი რეკომენდაციები:

​რეტროგრადული მერკურის დროს მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება და ახალი პროექტების წამოწყება არ ღირს - გაუგებრობებისა და დეტალებში ფარული შეცდომების რისკი მაღალია. მსხვილი ტექნიკის შეძენაც უმჯობესია, გადადოთ: იმედგაცრუების ალბათობა იმატებს. ​სამსახურის შეცვლა, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა და საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღება ასევე რეკომენდებული არ არის. როგორც აღვნიშნეთ, მერკური ლოგიკის პლანეტაა, რეტროგრადულ ფაზაში კი ადამიანებს გონივრული გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ. აქტიური ნაბიჯების გადადგმა 20 მარტის შემდეგ აჯობებს. ​

როგორ გამოვიყენოთ რეტროგრადული მერკურის პერიოდი სასიკეთოდ:

რეტროგრადული მერკური საუკეთესო დროა დაუსრულებელი საქმეების დასაგვირგვინებლად, ციფრული და ფიზიკური ქაოსის მოსაწესრიგებლად და ძველი შეთანხმებების გადასასინჯად. წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი და ძველ ნაცნობებთან შეხვედრა, თუკი დაუსრულებლობის შეგრძნება გაქვთ, სასარგებლოა. ​ეს გადაფასებისა და გაანალიზების პერიოდია და არა მარცხის. თუ მას საკუთარი ნაბიჯების გულწრფელი ანალიზისთვის გამოვიყენებთ, 20 მარტის შემდეგ ბევრად ყურადღებიანები გავხდებით და წარსულის გამოცდილების სასარგებლოდ გამოყენებასაც შევძლებთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ის აიცილებს უდიდეს დარტყმებს“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

⭕რის გაცემა არ შეიძლება პირადი ნივთებიდან და რა უსიამოვნო მოვლენები შეიძლება, მოჰყვეს „ქველმოქმედების ამ რიტუალს“

⭕26 თებერვლიდან 20 მარტამდე რეტროგრადული მერკური გველის - რა პრობლემებია ამ პერიოდში მოსალოდნელი და რა გავლენას მოახდენს ის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე