ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად ლობჯანიძემ ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ნუმეროლოგიაზე ისაუბრა:
„ნუმეროლოგიურად რიცხვები არ არის უბრალოდ რაოდენობა - ისინი ვიბრაციაა.
ზოგჯერ სამყაროში ხმა ისმის რიცხვებით და სხვადასხვა მინიშნებებით.
ციფრი ერთი დასაწყისია, მაგრამ ამ დასაწყისით მასში მთელი უსასრულობა იმალება.
სამი ჰარმონია - გონება, სხეული და სული ერთი წრის ირგვლივ.
რიცხვები არა მხოლოდ მომავლის პეიზაჟს, არამედ, საკუთარ თავზე გვამცნობენ რა ფსიქოტიპი ვართ.
რაც უფრო ღრმად სწავლობ რიცხვებს, ხვდები რომ წესრიგი შემთხვევითობა არ არის.
რაც თვალით არ ჩანს, ხშირად, რიცხვებში იკითხება.
ნულიც კი ცარიელი არ არის, ის არის პოტენციალის უსასრულო წრე.
რაც არ გვესმის, ჯერ არ დაგვითვლია სწორად.
რიცხვები კარიბჭეა ხილულიდან უხილავში გადასასვლელად“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: