Digest Logo

რიტუალები, რომელიც 2025 წლის დასრულებამდე უნდა ჩაატაროთ, რათა 2026 წელს წარმატება და ბედნიერება მოიზიდოთ

1766562525
რიტუალი

2025 წლის დასრულებამდე რამდენიმე დღე რჩება. იმისათვის, რომ 2026 წელს წარმატება და ბედნიერება მოვიზიდოთ, ასტროლოგებმა დაასახელეს სხვადასხვა რიტუალი, რომელთა შესრულებაც სწორედ ახალი წლის დადგომამდეა მნიშვნელოვანი:

სახლი წინასწარ აუცილებლად მოაწესრიგეთ. ძველი ქვითრები, დაბზარული ჭურჭელი, დახეული სამოსი გადმოალაგეთ და სახლიდან გაიტანეთ. გაათავისუფლეთ გარემო ყველაფრისგან, რაც აღარ გჭირდებათ და ზედმეტია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ გზით სახლიდან ძველ პრობლემებსა და ვალდებულებებსაც გაიტანთ და სიახლეებს გზას დაუთმობთ.

მოძველებული ნივთები სახლიდან უნდა გაიტანოთ, გონებიდან კი მოძველებული ურთიერთობებისაგან უნდა გათავისუფლდეთ! გადახედეთ კონტაქტებს, თუკი არიან თქვენ გარშემო ტოქსიკური ადამიანები, რომლებიც განწყობას გიფუჭებენ და ბედნიერებაში ხელს გიშლიან, დაემშვიდობეთ და ნუ დაიწყებთ ახალ წელს ნეგატიური ემოციებით. 2026 წელს შეეგებეთ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც გაფასებენ, პატივს გცემენ და ყურადღებას გაქცევენ. 

მნიშვნელოვანია, აბაზანიდან ყველა ზედმეტი ნივთი და არეულობა მოაშოროთ: ვადაგასული კოსმეტიკა, ტესტერები, რომლებსაც არასდროს გამოიყენებთ, გელებისა და შამპუნების დაცლილი შეფუთვები, მოძველებული ჯაგრისები… აბაზანა განწმენდისა და დასვენების ადგილია და არა სუპერმარკეტი. თუ ბავშვის სათამაშოებს აბაზანაში ინახავთ, ისინი ორგანაიზერით მოაწყვეთ, რომ სივრცე ზედმეტად არ გადაიტვირთოს.

ასევე, ყურადღება მიაქციეთ აივანს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მოძველებული, არასაჭირო ჭურჭელი, სათავსოები თუ სხვა საშუალებები ახალ წლამდე სახლიდან გაიტანოთ.

ჯობს, თქვენი ბიუჯეტი წინასწარ განსაზღვროთ. ახალი წლის დღეებში, როგორც წესი, უამრავი რაღაცის ყიდვა გვინდა. მაგრამ, შესაძლოა, მათი დიდი ნაწილი სულაც არ იყოს საჭირო. ამიტომ, გონივრულად გაწერეთ ხარჯები, თუ გსურთ, რომ 2026 წელს დავალიანებებითა და სესხებით არ შეხვდეთ.

თუ ბევრი ტანსაცმელი გაქვთ, მაგრამ არ იცით რა ჩაიცვათ, სავარაუდოდ, თქვენი მიზნის მკაფიო ხედვა გაკლიათ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს შესაძლოა, შინაგანი ქაოსის, შფოთვის, ნერვიულობისა და არეულობის გამოხატულება იყოს. ამიტომ, გარდერობს კარგად გადახედეთ. შესაძლოა, არ გადაყაროთ და ვინმეს აჩუქოთ, მაგრამ ახალ წლამდე სახლიდან გაიტანეთ ის სამოსი, რომლებიც წლებია გარდერობში გიდევთ, მაგრამ აღარ იცვამთ და აღარ მოგწონთ.

უსარგებლო ფაილები, ფოტოები, პროგრამები წაშალეთ - გაათავისუფლეთ თქვენი ციფრული მოწყობილობები ყველაფრისაგან, რაც ძველი და არასაჭიროა.

გაიხსენეთ 2025 წლის ყველაზე ბედნიერი მომენტები - გაიხსენეთ ყველა ის დღე, როცა თავი ბედნიერად იგრძენით, როცა ფიქრობდით, რომ ძალიან გაგიმართლათ. გაამხნევეთ საკუთარი თავი, მადლობა გადაუხადეთ სამყაროს ყველა გამართლებისთვის და შეხვდით 2026 წელს უკეთესის იმედით.

გადაიხადეთ ვალები - შესაძლოა, დიდი კრედიტი ვერ დაფაროთ, მაგრამ მცირე ვალები შეძლებისდაგვარად გადაიხადეთ და ნუ შეხვდებით 2026 წელს აღნიშნული ვალდებულებებით.

შეადგინეთ სურვილების სია

შეადგინეთ გეგმა, თუ რისი გაკეთება გინდათ მომავალი წლისთვის. ჩამოწერეთ ყველა მიზანი და იდეა და ამ ჩანაწერებს პერიოდულად გადახედეთ. ეს თქვენს ოცნებებთან კიდევ უფრო დაგაახლოებთ და შთაგონების პოვნაში დაგეხმარებათ.

შეაჯამეთ წელი

უპასუხეთ რამდენიმე კითხვას:

▶️ რას მივაღწიე გასულ წელს?

▶️რა მქონდა დაგეგმილი?

▶️რა არ გამოვიდა?

▶️რამ შემიშალა ხელი?

▶️რისი გაკეთება შემეძლო სხვაგვარად?

▶️რისთვის ვარ მადლიერი ამ წელს?

▶️რა მოხდა ამ წელს ისეთი, რამაც გამაოცა?

2026 წლის ენერგიები

ახალი წელი ახალი ციკლის დასაწყისს აღნიშნავს. ეს არის დრო, როდესაც მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ცხოვრებაში სიახლეები შემოუშვათ. ახალს კი სივრცე სჭირდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, 2025 წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეები ზედმეტი არეულობის მოწესრიგებას დაუთმოთ, როგორც სახლში, ასევე გონებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ლიცენზიის გარეშე ვერ იყიდით პიროტექნიკას, ხოლო ჯარიმა 5000 ლარია“ - ვის აქვს პიროტექნიკის შეძენის უფლება? - რჩევები იურისტისგან!

⭕„პარაცეტამოლი არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქოსოციალურ ტკივილსაც აყუჩებს“ - რას წერს ექიმი ლევან შელეგია

⭕„არ გირჩევთ ახალი საქმეების წამოწყებას“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

წყარო: www.beaumonde.ge