Digest Logo

„როდესაც ადამიანი ცდილობს ყველაფერი აკონტროლოს, სამყარო სწორედ იმ სფეროში აჩვენებს მის უძლურებას...“ - თეო ხაბულიანი

1780059788
თეო ხაბულიანი

გქონიათ შემთხვევა, როდესაც მთელი ცხოვრება თითქოს თავზე ჩამოგენგრათ და სწორედ ამ ტკივილში გულში რაღაც უხილავი სიმშვიდე მოგივიდათ? ეს სწორედ ის მადლია, რასაც ღმერთი ყოველთვის გვიგზავნის განსაცდელში..

გონება გვმართავს და გვაიძულებს დავიჯეროთ რომ უბედურები ვართ, რომ სამყარო გვჩაგრავს, რომ ყველაფერი ცუდადაა, რომ ბედი არ გაქვს, რომ სულ ტანჯვაა მთელი ცხოვრება, გული კი ღმერთისკენ მიგიძღვება..

გულგონიერება არის ბალანსის გზა. არც გონება უნდა იყო არც მხოლოდ ემოციური გული, ორივე შემთხვევაში ტანჯვაში იქნები, სანამ გულგონიერებას არ აირჩევ რომელიც ერთადერთი ცნობიერი მდგომარეობაა..
არც მხოლოდ გონებაა საკმარისი და არც მხოლოდ ემოციური გული.

როდესაც მხოლოდ გონებაში ცხოვრობ, ყველაფერი ცივი, მექანიკური და მძიმე ხდება.როდესაც მხოლოდ ემოციებში ცხოვრობ, იკარგები ქაოსში და ადვილად მსხვრევადი ხარ..

გონებას უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს და გულს ხომ საერთოდ, მაგრამ თუ ისინი ერთმანეთთან ომში არიან ერთმანეთთან მთელი მათი რესურსი ამ ბრძოლაში მიდის და რჩები გამოფიტული უსიხარულოდ და ცარიელი , ხოლო თუ გული და გონება ერთში ერთიანდება მაშინ ღვთაებრივი ნეტარებაა ამ სამყაროში ყოფნა.

როდესაც გული და გონება ერთიანდება ადამიანი პირველად იწყებს ჭეშმარიტად არსებობის განცდას, აღარ არის მუდმივი წინააღმდეგობა სამყაროსთან, აღარ არის შიში ყოველი ცვლილების მიმართ, ჩნდება სიმშვიდე, რომელსაც გარეგანი გარემო ვეღარ ართმევს.

ბავშვობაში მიღებული გამოცდილებები, შიშები, ტრავმები, უარყოფის, მიტოვების, ღალატის, უსამართლობის განცდები ქვეცნობიერში პროგრამებად იქცევა. შემდეგ კი ეს პროგრამები შეუმჩნევლად იწყებენ ჩვენი რეალობის მართვას. სწორედ ამიტომ ხდება , რომ ადამიანი თითქოს ერთსა და იმავე სიტუაციებს იზიდავს, ერთსა და იმავე ტკივილებს გადის და ერთსა და იმავე კედელს ეჯახება.

ქვეცნობიერისთვის ნაცნობი ტკივილი ხშირად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე უცნობი ბედნიერება. ამიტომაც ხდება, რომ როდესაც ადამიანი ცვლილებას იწყებს, მის შიგნით წინააღმდეგობაა თითქოს რაღაც უკან ექაჩება. რეალურად ეს მისი ძველი პროგრამებია, რომლებიც არსებობისთვის იბრძვიან.

ფსიქოლოგიურად ეს მდგომარეობა შინაგანი კონფლიქტია. ერთი ნაწილი თავისუფლებას ეძებს, მეორე ნაწილი კი ძველ უსაფრთხოებას ეჭიდება. ერთი ნაწილს წინ უნდა წასვლა, მეორე კი ეუბნება რომ საშიშია. სწორედ ამ ორ ძალას შორის გაჩენილი დაძაბულობა ქმნის შფოთვას, გადაღლას, დეპრესიულ მდგომარეობებსა და შინაგან სიცარიელეს.

როდესაც ადამიანი მის შინაგანს ეწინააღმდეგება, მისი ენერგია იბლოკება. დიდი რაოდენობით სასიცოცხლო ძალა აღარ მიედინება შემოქმედებაში, სიყვარულში, განვითარებასა და სიხარულში. ის იხარჯება შიშთან, ბრაზთან, წყენასთან და კონტროლის სურვილთან ბრძოლაში.

სწორედ ამიტომ არის, რომ ბევრი ადამიანი მუდმივად დაღლილია, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად თითქოს ბევრს არაფერს აკეთებს. მას ენერგიას ართმევს არა ცხოვრება, არამედ შინაგანი წინააღმდეგობა ცხოვრების მიმართ.

ფსიქოსომატირად სხეული იმ ტკივილს გამოხატავს, რომლის დანახვაც ადამიანს არ სურს. ის სულის ყველაზე გულწრფელი გადმომცემია.

წლების განმავლობაში ნაგროვები წყენები შიშები და ბრაზები, მოუნელებელი ემოციები, ბოლოს იწყებს ლაპარაკს ტკივილის, ანთების, სისუსტის, ქრონიკული დაღლილობისა თუ სხვადასხვა სიმპტომის და დაავადენის ენით, წყალს რომ ებრძოლო, დაიღლები. თუ მასთან ერთად გაცურავ, ის თავად წაგიყვანს. იგივე ხდება ცხოვრებაშიც.

როდესაც ადამიანი ცდილობს ყველაფერი აკონტროლოს, სამყარო სწორედ იმ სფეროში აჩვენებს მის უძლურებას, სადაც ყველაზე მეტად არის მიჯაჭვული. არა დასასჯელად, არამედ გასათავისუფლებლად.

რადგან სამყაროს მიზანი ტანჯვა კი არა, ბალანსია. ბუნებაში ყველაფერი ბალანსისკენ მიისწრაფვის. როდესაც ადამიანი უკიდურესობაში გადადის ზედმეტ კონტროლში, ზედმეტ შიშში, ზედმეტ სიამაყეში, ზედმეტ მიჯაჭვულობაში ცხოვრება იწყებს მის დაბრუნებას ცენტრში.

ზოგჯერ ეს დაბრუნება რბილად ხდება, ზოგჯერ კი მტკივნეულად, მაგრამ ყოველი კრიზისის უკან ერთი და იგივე მოწვევა იმალება რომ გაათავისუფლე ის, რაც აღარ ხარო.

როდესაც ადამიანი ამას აცნობიერებს, იწყება ნამდვილი ტრანსფორმაცია. ქვეცნობიერი პროგრამები თანდათან ძალას კარგავენ. გონება მშვიდდება. სხეული მოდუნებას იწყებს. ენერგია თავისუფლად მიედინება და სწორედ მაშინ ხვდება ადამიანი, რომ ბედნიერება გარედან მოსაპოვებელი რამ არასოდეს ყოფილა.

ის ყოველთვის იქ იყო გულის სიღრმეში. უბრალოდ შინაგანი ხმაური იმდენად ძლიერი იყო, რომ მის მოსმენას ვერ ახერხებდა. გულგონიერება კი სწორედ ამ ხმაურის მიღმა არსებული სიჩუმეა ადგილი, სადაც გული, გონება, სხეული და სული ერთმანეთს აღარ ებრძვიან, არამედ ერთ მთლიანობად იწყებენ არსებობას. იქ იწყება ნამდვილი თავისუფლება, ნამდვილი სიმშვიდე და ის ღვთაებრივი ნეტარება, რომელსაც გარეგანი გარემო ვეღარ წაგართმევს.

ასევე დაგაინტერესებთ:

რას გვიქადის ლურჯი მთვარე მშვილდოსანში და რას მივაქციოთ ყურადღება? - ეზოტერიკოსის რჩევები

🎥 „წლები გადის, მაგრამ ეს ემოცია და თქვენი სიყვარული კვლავ უცვლელია...“ - დათო კენჭიაშვილის სიმღერამ 57 მილიონი ნახვა დააგროვა

„ქრისტეს მკვლელობასა და გაყიდვაზე მეტი ათეიზმი რა გინდა?!“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება