ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„როცა ჩვენ ანგარებით მოვდივართ ტაძარში, კი არ ვეზიარებით, ქრისტეს სისხლის მსმელებად ვიქცევით ხოლმე,
ეს არის ათეიზმის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ფორმა.
- როგორ შეიძლება ადამიანი იყოს რელიგიური, აღმსარებელი, მაზიარებელი და თან - ათეისტი?!
- შეიძლება.
ათეისტობისთვის მარტო ლენინის და მარქსის მსოფლმხედველობა კი არ არის საჭირო, არამედ იუდას და ფარისევლების მსოფლმხედველობაც საკმარისია, რომ ათეისტად გადაიქცე, იუდა ეზიარა, როგორც ქრისტეს სისხლის მსმელი და ოცდაათ ვერცხლად გაყიდა უფალი, ფარისევლები რელიგიური ადამიანები იყვნენ,
დღე და ღამე ლოცულობდნენ და ქრისტე მოკლეს.
ქრისტეს მკვლელობასა და გაყიდვაზე მეტი ათეიზმი რა გინდა?!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს
⭕„მზიას გაუმარჯოს! დაბადების დღეს გილოცავ“ - ნუცა შანშიაშვილის დედა 90 წლის გახდა
⭕„მოერიდეთ კამათს, ბრაზს, ზეწოლას სხვებზე...“ - თაკო მელიქიშვილი 29 მაისის ასტროლოგიურ ენერგიებზე