Digest Logo

გარდაიცვალა ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე ირმა ჩხეიძე

1773729541
ჯანსუღ ჩარკვიანი

გარდაიცვალა პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე ირმა ჩხეიძე. სამწუხარო ინფორმაციას მისი შვილი, თაკო ჩარკვიანი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილს მრავალი წელია ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 

„დედა, მამას გარდაცვალების შემდეგ, სრულიად დაბრმავდა. წლების წინ გლაუკომის დიაგნოზი დაუდგინეს, თითქოს არ პროგრესირებდა დაავადება, თვითონ დადიოდა ჩვეულებრივად, მაგრამ ჯანუკის გარდაცვალების საღამოს, იმ დღესვე, მთლიანად დაკარგა მხედველობა. ანუ კი არ დაქვეითდა, არამედ სრულიად დაკარგა მხედველობა”, – ამბობდა თაკო ჩარკვიანი.

„მშვიდობით არა ნახვამდის დეიდა ირმა დიდია თაკო, ჯონი, ირმა თქვენი მწუხარება და ძნელად საპოვნი ნუგეშის სიტყვები. შევთხოვთ ღმერთს, მოგანიჭოთ ურყევი რწმენა, სულიერი სიმშვიდე და ლოცვის ძალა. შევთხოვთ ღმერთს ქალბატონი ირმას უკვდავი სულისათვის, რათა იგი უფალმან სავანესა მართალთასა, - ნეტარ მარადიულობაში დააწესოს. გაანათლოს მისი სული“.

„ირმა დეიდა ძალიან მიყვარდა და ეს დანაკლისი ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია, ვიზიარებ“, - წერია სამძიმრის წერილში. 

„მართლა  ძალიან დიდი სიყვარული, საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ. უბედნიერესი წლები გაატარეს ერთად. მე არ მიკვირს დედაჩემი რომ მამას გარდაცვალების მერე რაღაცნაირად გაქრა, დაილია, აორთქლდა, ჩაქრა…

მამა თითქმის 5 წლით უფროსი იყო დედაზე, მაგ ასაკში კი ამხელა სხვაობა არც თუ  ცოტაა. მამა და მისი მეგობრები იმ თაობაშიც და ქალაქშიც ცნობილი ბიჭები იყვნენ, სიმღერა, გრიალი, დროსტარება  მათი მოგონილი იყო და დედაჩემის ყურამდეც აღწევდა ამბები… ერთ-ერთი ასეთი ჭორის გამო წაკამათებულან… დედა უკვე უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, იმ დღეს პიონერთა სასახლეში, რაღაც ღონისძიებაზე გამოდიოდა სიტყვით. დაუმთავრებია გამოსვლა, გამოსულა პიონერთა სასახლიდან და დახვედრიან ბიჭები – მამაჩემი და მისი მეგობრები – ოთარ ჭილაძე, გივი სამსონაძე და ზურა ჩილაჩავა. წაიყვანეს და მოაწერეს ხელი იქვე, სოლოლაკში, მმაჩის ბიუროში. მეჯვარეები იყვნენ ოთარ ჭილაძე, გივი სამსონაძე და ზურა ჩილაჩავა. ოთარ ჭილაძე მიყვებოდა, ხელი რომ მოაწერეს, იქვე ჯაფარიძეზე ავედით და დეიდამ სასწაული სუფრა გაშალაო…“, - ამბობდა თაკო ჩარკვიანი ერთ-ერთ ინტერვიუში. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

„მარშუტკა“, რომლითაც ავარიაში მოყვა, თავისი შრომით შეიძინა, მოიყვანა მოსავალი, გაყიდა და იმ ფულით იყიდა“ - რას ჰყვებიან ავარიის დროს გარდაცვლილ 26 წლის ახალგაზრდაზე

„დიახ, ოცნებები ხდება, მთავარია არ დანებდე, იბრძოლო, საკუთარი თავის ბოლომდე გჯეროდეს...“ - რა სიახლეა ნინი შერმადინის ცხოვრებაში

მზის ნულოვანი დღეები: ხიდი წარსულსა და მომავალს შორის - 16-იდან 20 მარტამდე განსაკუთრებულ, „დროის მიღმა“ არსებულ პერიოდს გავდივართ