Digest Logo

„მარშუტკა“, რომლითაც ავარიაში მოყვა, თავისი შრომით შეიძინა, მოიყვანა მოსავალი, გაყიდა და იმ ფულით იყიდა“ - რას ჰყვებიან ავარიით დაღუპულ 26 წლის კაცზე

1773728653
სოსო აბრამიშვილი

16 მარტს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.

დაიღუპა 26 წლის სოსო აბრამიშვილი.

ავარია სოფელ ჭაბუკიანისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი საკუთარი Ford-ის მარკის მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრანსპორტი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ახალგაზრდა კაცი თავის არეში მიყენებული ტრავმებით შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

„მწარე რეალობის წინა ვართ. წვიმიანი ამინდი იყო და ეტყობა მოუცურდა მანქანა და საუბედუროდ ადგილზეა გარდაცვლილი. სოსო იყო სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან მეგობრული, მოსიყვარულე, მხიარული, საოცარი იუმორით სავსე. მის გვერდით ვერ მოიწყენდი.

მართლა გამორჩეული ბიჭი იყო. ძალიან გვატკინა გული ყველას. გაგვანადგურა დღეს ამ ამბავმა. მეგობრებს დაგვიტოვა დიდი ტკივილი. გლოვაა ჩვენს სოფელში. მთელი სოფელი დიდი თუ პატარა, მოხუცი, ახალგაზრდა, ყველა მას გლოვობს და ტირის.

ძალიან გვატკინა გული და გვიჭირს იმის გააზრება, რომ ეს სიცოცხლის მოყვარული ბიჭი არ გვყავს. სოსო ჩვენს გულებში მუდამ დარჩება , ისეთი ხალისიანი და სიცოცხლით სავსე, როგორიც ყოველთვის იყო.

სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, მოჰყავდა მოსავალი, პროდუქტები: საზამთრო, ნესვი, პომიდორი, რაც კი შეიძლებოდა თავს არ ზოგავდა, შრომობდა. ახლაც კი ჩითილები ჰქონდა გამოყვანილი. ისევ მოსავლისთვის ემზადებოდა. უნდა გაეხარა, ბედნიერს უნდა ეცხოვრა და არ დასცალდა.

ის „მარშუტკა“, რომლითაც ავარიაში მოყვა, თავისი შრომით შეიძინა. მოიყვანა მოსავალი, გაყიდა და იმ ფულით იყიდა... ამ საღამოს, 8 საათზე გავიგეთ ეს საშინელი ამბავი. ერთ ადამიანს ვერ იპოვით, ვინც მასზე ცუდს იტყვის. უკეთილესი ბიჭი იყო და ყველანი განვიცდით ამ ამბავს. ძნელია რამე სანუგეშო უთხრა მის მშობლებს, მის და-ძმას. ძალიან მენანება. რამდენი კარგი რამ მაგონდება. ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი”, - ამბობს  „კვირის პალიტრასთან“ სოსო აბრამიშვილის მეგობარი გვანცა ჭყონია.

ასევე დაგაინტერესებთ: 

„დიახ, ოცნებები ხდება, მთავარია არ დანებდე, იბრძოლო, საკუთარი თავის ბოლომდე გჯეროდეს...“ - რა სიახლეა ნინი შერმადინის ცხოვრებაში

მზის ნულოვანი დღეები: ხიდი წარსულსა და მომავალს შორის - 16-იდან 20 მარტამდე განსაკუთრებულ, „დროის მიღმა“ არსებულ პერიოდს გავდივართ

„იწვევს მიზიდულობას, რომელსაც ლოგიკა ვერ ხსნის, მაგრამ მათი მიზანი ხშირად არის ერთი რამ...“ - რატომ მეორდება ჩვენს ცხოვრებაში ერთი და იგივე ადამიანები?

წყარო: kvirispalitra.ge