Digest Logo

როდის არის ახალმთვარეობა, მზარდი და კლებადი მთვარე ივნისში - მთვარის ფაზების პროგნოზი

1780481007
მთვარის დაბნელება

ზაფხულის პირველი თვე, ტრადიციულად, მუშაობის, დასვენებისა და ახალი წამოწყებებისათვის ძალიან აქტიურ პერიოდად ითვლება. მნიშვნელოვანი საქმეების, მოგზაურობისა თუ სხვადასხვა მიმართულებით გადაწყვეტილებების მისაღებად, ზოგიერთი ადამიანი მთვარის კალენდარს ეყრდნობა. გიამბობთ, თუ როგორი იქნება 2026 წლის ივნისის მთვარის კალენდარი.

მთვარის ფაზები 2026 წლის ივნისში

ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე, კეთილდღეობასა და პროდუქტიულობაზე ყველაზე ძლიერ გავლენას სწორედ მთვარის ფაზები ახდენს.

2026 წლის ივნისის მთვარის ფაზები: 

კლებადი მთვარე (1-14 ივნისი)

ეს პროექტების გეგმაზომიერი დასრულების პერიოდია, როდესაც ახალი არაფერი უნდა წამოიწყოთ და მხოლოდ შედეგების შეჯამება შეგიძლიათ. ეს დრო ძალების აღდგენისა და არსებული გამოცდილების გადააზრებისთვის იდეალურია.

ახალმთვარეობა (15 ივნისი)

ეს პერიოდი იმისთვისაა ხელსაყრელი, რომ ადამიანმა ახალ სტარტამდე დაისვენოს და ძალები მოიკრიბოს. ამ დროს ყველაფრის კარგად აწონ-დაწონვა და დაგეგმვაა მიზანშეწონილი. თავი ქაოსისა და საქმეებით გადატვირთვისგან აუცილებლად შეიკავეთ. ეს პერიოდი დასვენებას, მშვიდ ურთიერთობებსა და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადებას დაუთმეთ.

მზარდი მთვარე (16-29 ივნისი)

ამ პერიოდში ნებისმიერი ინიციატივა, ახალი წამოწყება მისასალმებელია. სტაბილურობა, კომუნიკაცია და თვითგამოხატვა თანდათან ძლიერდება. იმოქმედეთ, განავითარეთ - ეს აქტივობების დროა.

სავსემთვარეობა (30 ივნისი)

ეს ენერგეტიკული კულმინაციის, მძლავრი იმპულსის პერიოდია, როდესაც ემოციები განსაკუთრებით იმატებს. ამიტომ, კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული მიღებული გადაწყვეტილება თქვენთვის ბედისწერის განმსაზღვრელი იქნება, ამიტომ მათ ემოციების გავლენით ნუ მიიღებთ.

მიჩნეულია, რომ ახალმთვარეობის პერიოდში ენერგია იკლებს, სავსემთვარეობისას კი ადამიანები უფრო ემოციურები და მგრძნობიარენი ხდებიან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად

⭕„მშობლები თბილისში არ წამომყვნენ და მარტო ჩამოვედი, ვიყავი ქირით, გარეთ კი ომი და უშუქობა იყო...“ - ავთანდილ ცქვიტინიძე განვლილ რთულ გზას იხსენებს

⭕„ცხოვრება, რომლისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ“ - რა კადრებს გვიზიარებს ნუცა ბუზალაძე