Digest Logo

როდის გრძნობთ თავს უფრო მომხიბვლელად? - ასტროლოგი ასცენდენტისა და ვენერას განსხვავებებზე

1794768892
ნინო ალბორიშვილი

როგორ ვარჩევთ ტანსაცმელს და რატომ არ განსაზღვრავს ასცენდენტი ჩვენს უშუალო გემოვნებას?

ასტროლოგი ნინო ალბორიშვილი სოციალურ ქსელში ასცენდენტსა და ვენერას შორის არსებულ განსხვავებებზე საუბრობს და განმარტავს, თუ რომელი მათგანია პასუხისმგებელი ჩვენს ყოველდღიურ სტილსა და ესთეტიკაზე.

განსხვავება ასცენდენტსა და ვენერას შორის......(ჩაცმის სტილი) და მაინც, რომელი წერტილის მიხედვით უნდა შევარჩიოთ ჩაცმის სტილი?

🙂 ჯერ გავარკვიოთ, რას აღნიშნავს თითოეული მათგანი:

📌 ვენერა ნატალურ რუკაში გემოვნებაზე, სურვილებზე, სიმპათიებზე, ესთეტიკაზე და სილამაზეზეა პასუხისმგებელი. ის გვიჩვენებს, რა გვანიჭებს სიამოვნებას, რა მოგვწონს და როგორი სტილისკენ გვაქვს მიდრეკილება.

📌 ასცენდენტი ნატალურ რუკაში, იმ შთაბეჭდილებას აღწერს, რომელსაც სხვებზე ვახდენთ. ის გვიჩვენებს, რას ველით ზოგადად ცხოვრებისგან, როგორ გვინდა წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი ახალ გარემოში და უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას.

ასცენდენტი ასევე დაკავშირებულია ქცევის თავისებურებებთან. ის გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის დაბადებიდან მოცემულ გარეგნობაზეც, ხოლო ვენერა გვიჩვენებს, ჩვენს გემოვნებას და სტილს, რომლის ჩამოყალიბებაც ცხოვრების განმავლობაში შეიძლება მოხდეს. ამიტომ, როდესაც საკუთარ ვენერასთან შესაბამის სტილს პოულობთ, თანაც არა მხოლოდ მისი ნიშნის, არამედ ასპექტების გათვალისწინებითაც, მართლაც უფრო მომხიბვლელად გრძნობთ თავს. იცვამთ იმას, რაც მოგწონთ და გამოიყურებით ისე, როგორც თავად გსურთ.

📌 ასცენდენტი მეტყველებს იმაზე , თუ როგორ აღგიქვამენ სხვები, მაგრამ ის უშუალოდ ჩაცმის სტილს არ განსაზღვრავს. ვენერა კი, რომელიც ადამიანის გემოვნებას აღწერს, მიანიშნებს უშუალოდ ჩაცმის სტილზე (და არა მხოლოდ მასზე.) მოვიყვან მაიკლ ჯექსონის მაგალითს: სხვათა შორის, მას თევზების ასცენდენტი ჰქონდა.

მაგრამ განა შეძლებდა თევზების ნაზი და რომანტიკული ასცენდენტი, ასეთი მდიდრული სტილის შექმნას? რა თქმა უნდა, არა. მისი სტილი ლომში მდებარე ვენერას ეფუძნებოდა, რომელიც ურანთან შეერთებაშია.

მისთვის სილამაზე ექსცენტრიკულ გლამურთან და ფუფუნებასთან ასოცირდებოდა. თანაც არა ისეთ ფუფუნებასთან, როგორიც სხვებს აქვთ, არამედ რაღაც განსაკუთრებულთან, ბრჭყვიალასთან და თვალისმომჭრელ ელვარებასთან, რაც მაშინვე იქცევდა ყურადღებას.

მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად შეესაბამება თქვენი ვენერას სტილი ასცენდენტს და მზეს, რადგან სწორედ ისინია დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ წარმოაჩენთ და წარადგენთ საკუთარ თავს“, - წერს ნინო ალბორიშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მე ვვამაყობ, მეუღლე კი ძალიან ნერვიულობდა... დაალაგა სიტუაცია და ძალიან სწორად იჩხუბა“ - რას ჰყვება საბა ლაზიშვილის მამა

🎥 გელა დაიაური შატილის მძიმე ავარიასა და ოჯახის დაკარგვაზე: „სიცივისგან ვკანკალებდი და ვკითხე, გადარჩენილი მყავს ვინმე-მეთქი?“

🎥 „თეონა თავის დიდ შემოქმედებაზე მილიონჯერ დიდი ადამიანი იყო“ - გელა დაიაური გარდაცვლილ მეუღლეზე

✕