თუ გსურთ, თავიდან აიცილოთ საბედისწერო ქორწინება და დაოჯახების შემდგომი სავალალო შედეგები, გირჩევთ, შეყვარებულობის პერიოდში კარგად დააკვირდეთ მომავალი პარტნიორის ენერგეტიკულ თავისებურებებს.
ზოგადად, ენერგეტიკული შეუთავსებლობა უარყოფითად აისახება ცოლ-ქმარს შორის სექსუალურ კავშირზე. იმის გარკვევა, რამდენად არის მისაღები თქვენი რჩეული ოჯახის შესაქმნელად, რთული არ არის.
ყველაზე სახიფათო სიმპტომი ამ დროს ის გახლავთ, რომ მასთან ურთიერთობით კი არ უნდა იღლებოდეთ და იფიტებოდეთ, არამედ შვებას უნდა გრძნობდეთ და მშვიდდებოდეთ. ცოლქმრული ურთიერთობის დროს კი გადაღლა იმაზე მეტყველებს, რომ ენერგეტიკულ დონეზე თქვენ ერთმანეთს ვერ ეწყობით. ამ დროს კონფლიქტური სიტუაცია იქმნება და ხშირად ეს დაშორების მიზეზიც კი ხდება. თუ ოჯახის შექმნის დროს ელემენტარულ სიფრთხილესა და წინდახედულობას გამოიჩენთ, მაშინ, სამომავლოდ, უამრავ პრობლემას აიცილებთ თავიდან.
ბევრმა არ იცის ის, რომ ქორწინების პერიოდი მომავალი ოჯახის ბედ-იღბალსა და ურთიერთობებს განსაზღვრავს. კერძოდ:
* თუ თქვენი ქორწილი ვერძის ზოდიაქოს პერიოდს ანუ მარტ-აპრილს დაემთხვა, ოჯახური ცხოვრება საკმაოდ დინამიკური, ხმაურიანი და ცვალებადი იქნება.
* თუ კუროს მმართველობისას დაქორწინდით, ეს საუკეთესო ვარიანტია სტაბილური და თბილი ოჯახური კერის შესაქმნელად.
* ტყუპების ზოდიაქო კი წყვილების ინტელექტუალურ კავშირზეა პასუხისმგებელი. ამიტომ, ამ პერიოდში დაქორწინებულებს გამუდმებული აზრთა გაცვლა-გამოცვლა და კინკლაობა ექნებათ.
* კირჩხიბის ზოდიაქო თქვენი ქორწინების საუკეთესო მფარველია. ამიტომ, ამ პერიოდში თამამად იქორწინეთ, თქვენი ოჯახი ისეთი იქნება, როგორზეც ოცნებობდით.
* თუ ლომის ზოდიაქოს გავლენისას ქმნით ოჯახს, თქვენი ოჯახის კარი მუდმივად ღია იქნება მეგობრების ხმაურიანი თავშეყრისთვის, თავად თქვენ კი ყოველთვის საიმიჯო წყვილი იქნებით.
* ქალწულის ზოდიაქოს გავლენისას დაქორწინებულებისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი მატერიალური კეთილდღეობა და სტაბილურობაა. თუმცა, შესაძლოა, წვრილმანებზე დავა ხშირი იყოს.
* სასწორის პერიოდში შექმნილი ოჯახი ჰარმონიული და ურთიერთპატივისცემაზეა დაყრდნობილი.
* მორიელის ზოდიაქოს გავლენისას დაქორწინებულებს ერთობლივი ცხოვრებისას მძაფრი ემოციები, დრამატული სიტუაციები და ხანმოკლე განშორებებიც კი გელით. თუმცა, თქვენი გრძნობები იმდენად ინტენსიური იქნება, რომ განშორება მას უფრო გაამყარებს და გააძლიერებს.
* მშვილდოსნის მმართველობის პერიოდში ქორწინება საკმაოდ მრავალფეროვანი და ექტრემალური სიტუაციებით დატვირთული იქნება.
* თხის რქის პერიოდში დაქორწინებული წყვილის მთავარი დევიზი საზოგადოების თვალში უზადო იმიჯია. ამ წყვილს ყოველთვის ექნება ამბიცია მეტზე, ვიდრე აქვთ. თანამდებობრივ წინსვლაშიც კი აქტიურად უწყობენ ერთმანეთს ხელს.
* მერწყულის ზოდიაქოს გავლენის ქვეშ ქორწინება ოჯახის სიმყარეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუმცა, რთული პერიოდების გადალახვის შემდეგ ცოლ-ქმარს შორის იდეალური პერიოდი დგება.
* თევზების ზოდიაქოს პერიოდში შექმნილი ოჯახი კი, განსაკუთრებულად ემოციურია. ამ წყვილის მთავარი პრობლემა თანაცხოვრების პერიოდში ემოციების კონტროლია.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕რატომ იწვევს ჩვენში კონკრეტული ადამიანების ქცევა მძაფრ ემოციურ პროტესტს? - ფსიქოლოგის განმარტება
⭕რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტერნეტს ბედის მატრიცის გაშიფვრა?
⭕რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 8 ივლისის ენერგიებზე
წყარო: tbiliselebi.ge