რუსუდან კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთში დიპლომირებული ჰიპნოთერაპევტი, რეიკის ოსტატი-მასწავლებელია.
იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც კარმაზე და მის პრინციპზე საუბრობს.
როგორც თავად აღნიშნავს, არცერთი ჩვენი ქმედება უკუქმედების გარეშე არ ქრება:
„როდის უბრუნდება კარმა ადამიანს...
ძალიან ხშირად ადამიანები კითხულობენ, თუ რატომ არ სთხოვს სამყარო პასუხს ადამიანებს, რომლებიც ბოროტებას სჩადიან, სხვებს ამწარებენ და უხეშად არღვევენ სამყაროს კანონებს და ჰარმონიას.
სინამდვილეში, არცერთი ჩვენი ქმედება უკუქმედების გარეშე არ ქრება. სინამდვილეში, ყველას უკანვე უბრუნდება მისი ქმედება.
კარმა ბუმერანგის პრინციპით მოქმედებს. კარმის დაბრუნება, უბრალოდ, დროის ამბავია.
თუ კარგად დააკვირდებით, კარმის ბუმერანგივით უკან დაბრუნების ბევრ მაგალითს ნახავთ თქვენს ირგვლივ, რომელიც წლების მანძილზე ვითარდება.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი ადამიანი საკუთარ თავს არ უტყდება, რომ თავზე დამტყდარი პრობლემები და უბედურება იმ მწარე ნაყოფის შედეგია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს დააგემოვნა და ფიქრობდა, რომ ის მას არ მოწამლავდა.
ადამიანს სამყარო მოთმინებით აკვირდება, რამდენად ღრმად შეტოპავს ცდუნების და ბოროტების ჭაობში და შემდეგ კარმულ განსაცდელებსაც უხვად უბრუნებს უკან.
ნურავის ექნება იმედი, რომ რომელიმე მისი აზრი, გულისთქმა, სიტყვა და საქმე სამყაროს ყურადღების მიღმა რჩება. სულიერი ტექნოლოგიების მიერ ყველაფერი საგულდაგულოდ იწერება როგორც ადამიანის ინდივიდუალურ ინფორმაციულ ველში, ისე სამყაროს აკაშური ჩანაწერების ეთერულ ბიბლიოთეკაში, საიდანაც ამ ინფორმაციის ამოშლა, უბრალოდ, შეუძლებელია.
ასე რომ, გულს ტყუილად ნურავინ დააიმედებს იმის გამო, რომ რაღაც პერიოდი პასუხს არავინ სთხოვს მავნე ქმედებების გამო . დადგება დღე და ყველას მოეთხოვება პასუხი. კარმული ბუმერანგი აუცილებლად მიაკითხავს პატრონს , სადაც არ უნდა იყოს ის.
კარგად დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე“, - წერს რუსუდან კვირიკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: