Digest Logo

„საოცარი წყვილი ხართ, ბედნიერი დასვენება...“ - მარიამ ელიეშვილი ოჯახთან ერთად დომინიკის რესპუბლიკაში მოგზაურობს

1773420013
მარიამ ელიაშვილი

მას შემდეგ, რაც მომღერალი მარიამ ელიეშვილი დედა გახდა, სოციალური ქსელის გამომწერებს ხშირად უზიარებს შვილის უსაყვარლესს კადრებს, რომელიც გამომწერებისგან კომპლიმენტებს იმსახურებს.

ამჯერად, მარიამმა ქმარ-შვილთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გაავრცელა, საიდანაც ვიგებთ, რომ ოჯახი დომინიკის რესპუბლიკაში მოგზაურობს:

„საოცარი წყვილი ხართ, ბედნიერი დასვენება“.

„უსაყვარლესი ოჯახი“.

„კარგი დღეები პატარა საბას“, - წერენ კომენტარებში. 

ცნობისთვის, პატარა საბა უკვე ერთი წლისა. მარიამ ელიეშვილის მეუღლე კი ბიზნესმენი გიორგი მჭედლიშვილია.

აი, რას ამბობდა მომღერალი შვილზე ერთ-ერთ ინტერვიუში:

„ძალიან ხალისიანი, ღიმილიანი და პოზიტიური ბავშვია, ხელოვნებაც ძალიან უყვარს და ურთიერთობებიც. მასთან მოსვლა ყველას ძალიან უხარია, რადგან ყველას კარგად ხვდება, უცხოობა არ ახასიათებს. უკვე მეშვიდე თვეშია და ყველაფრით ინტერესდება, მუდმივად მოძრაობაშია“, - ამბობდა მარიამ ელიეშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

კინო როგორც ალქიმია: რას გვიმალავენ „ზღაპრული“ კადრები?

„უეცრად მოსულმა დიდი რაოდენობის ფულმა შესაძლოა, დაანგრიოს ადამიანი, რადგან არ იცის მართვა...“ - რა სჭირდება წარმატების მიღწევას?

🎥 „არის ტანჯვის ენერგია, ამიტომ ხელი არ მოჰკიდოთ! ყიდვაზე საუბარი ზედმეტია...“ - რა საფრთხეს შეიცავს ხელნაკეთი ნივთები?