Digest Logo

რაღაცები, რაც ქორწინებამდე უნდა იცოდე! - „შეუძლია თუ არა საზღვრების დაყენება მშობლებთან, განსაკუთრებით კი დედასთან?“

1773421809
ქორწინება და ზოდიაქო

ქორწინება არის ორი ადამიანის ოფიციალური და სოციალური კავშირი, როდესაც ისინი ქმნიან ოჯახს და იღებენ ერთმანეთის მიმართ სამართლებრივ, მორალურ და ოჯახურ პასუხისმგებლობას.

არსებობს რაღაცები, რაც ქორწინებამდე უნდა იცოდე:

✅ მთავარი ის კი არაა, კამათობთ თუ არა, მთავარია როგორ კამათობთ. მთავარია გისმენდეს და
ითვალისწინებდეს შენს აზრს, არ გადმოვიდეს პირად შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ძალადობაზე. ჯანსაღი კამათი ხანდახან საჭიროც კია.

✅ ქორწინება მამაკაცს ვერ შეცვლის და ვერც მავნე ჩვევებს ვერ მოიშლის. თუ აქამდე გღალატობდა, ღალატს კიდევ ელოდე. რაც დღეს გაწუხებს, ქორწინებისას ორმაგად იგრძნობ.

✅ ნუ დაქორწინდები მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო ყოფნის გეშინია. სჯობს მარტო იყო და ბედნიერი, ვიდრე არასწორ ადამიანთან უბედური. 

✅ არ დაქორწინდე მანამ, სანამ არ ნახავ როგორ იქცევა სტრესში, კრიზისში, ავადმყოფობისას. ამ გარემოებებში ჩანს მისი რეალური სახე.

✅ მნიშვნელოვანია იცოდე, შეუძლია თუ არა საზღვრების დაყენება მშობლებთან, განსაკუთრებით კი დედასთან. ვის მხარეს დადგება კონფლიქტში. თუ ეს ვერ შეძლო, სამწუხარო ამბავი მაქვს.

✅ კარგად დაფიქრდი, მასთან ყოფნა შენს ფსიქიკას დაამშვიდებს თუ პირიქით, გამოგწურავს?

ასევე დაგაინტერესებთ:

„საოცარი წყვილი ხართ, ბედნიერი დასვენება...“ - მარიამ ელიეშვილი ოჯახთან ერთად დომინიკის რესპუბლიკაში მოგზაურობს

კინო როგორც ალქიმია: რას გვიმალავენ „ზღაპრული“ კადრები?

„უეცრად მოსულმა დიდი რაოდენობის ფულმა შესაძლოა, დაანგრიოს ადამიანი, რადგან არ იცის მართვა...“ - რა სჭირდება წარმატების მიღწევას?

წყარო: www.instagram.com