Digest Logo

როგორ ამოვიცნოთ ბედისწერის მინიშნებანი და რა სიგნალებს უნდა ველოდოთ სამყაროსგან მოსალოდნელი უბედურების, სიხარულისა თუ წარმატების მაცნედ

1744371262
ბედისწერაბედისწერაბედისწერა

როგორ ამოვიცნოთ ბედისწერის მინიშნებანი ანუ სიგნალები სამყაროსგან, რომელთაგან, ზოგი შეიძლება გაფრთხილებაა მოსალოდნელი უბედურების შესახებ; ზოგიც - სიხარულისა და წარმატების მაცნე; ანდა პირიქით, შეიძლება რაღაცის გადადებასაც გვირჩევდეს. ამ ყველაფერს რომ მიხვდეთ და აღიქვათ, შეტყობინებების გაშიფვრა უნდა შეძლოთ, რის შესახებაც „თბილისელებს“  ეზოტერიკოსი ესაუბრა:

- ადამიანი ხშირად ორჭოფობს, გადაწყვეტილების მიღება უჭირს, ეჭვი ეპარება გაამართლებს თუ არა მისი არჩევანი. აი, სწორედ მაშინ უნდა დაუგდოს ყური ინტუიციას და ყურადღებით დააკვირდეს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, რათა მათში ბედის მინიშნებები ამოიცნოს. სამყაროს გზავნილს შეუძლია: მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გამცნოთ, ბედნიერება გახაროთ ან, პირიქით: საქმის გადადება და სხვა ვაკანსიის მოძებნა, ანდა კონკრეტულ ადამიანთან ყოველგვარი ვალდებულებების მოხსნა გირჩიოთ.

- როგორ უნდა ამოვიცნოთ, რას გვატყობინებს სამყარო ამა თუ იმ მინიშნებით, რომ ბედისწერის „გამოცანა“ გავშიფროთ?

- თუ ადამიანი მხოლოდ კარიერაზე ან ფულზე ფიქრობს და ყველგან და ყოველთვის სიხარბეს ავლენს, სამყაროს შეუძლია, დასაჯოს. იკითხავთ, როგორო? - ძალიან მარტივად, მაგალითად: გაუფუჭდეს ტექნიკა, პრობლემები შეუქმნას ავტომობილმა ან კომპიუტერმა. ამიტომ, კარგად დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაზე, ღირებულებებზე, მსოფლმხედველობაზე. ბუნებრივია, აქ იგულისხმება, თუ ასეთი მოვლენები მოკლე დროში განვითარდა, თორემ ნებისმიერი რომ შეიძლება, დროთა განმავლობაში დაძველდეს, გაფუჭდეს და ეს არაფერს ნიშნავს. ზოგჯერ საყვარელი ნივთებიც კი, მაგალითად, ტელეფონი, მფლობელის ენერგიას აგროვებს. ამ შემთხვევაში, ყოველგვარი ცუდისგან თავის დაღწევის უმარტივესი გზა ამ ნივთის დაკარგვაა. ანდა, განვიხილოთ სხვა სიტუაცია: ვთქვათ, სასწრაფოდ რაღაც გაქვთ გასაკეთებელი, მაგრამ არაფერი გამოგდით. მაგალითად, რაღაცის ყიდვა გადაწყვიტეთ, მაგრამ ბანკი დაკეტილია; ახლობლები, რომელთაგანაც საჭირო თანხის სესხება შეგეძლოთ, ზარებს არ პასუხობენ; ხოლო თავად, გადაუდებელ გადასახადებში დახარჯეთ ბოლო თეთრებიც კი. ეს ყველაფერი მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ეს ნივთი თქვენ არ გჭირდებათ. ამიტომ, დახურული კარის მტვრევას აზრი არ აქვს. მსგავსი მცირე დაბრკოლებები თუ შეფერხება იმიტომ გექმნებათ, სამყარო ამით მიგანიშნებთ, რომ: უმჯობესია, წამოწყებული საქმე გადადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ.

- თუ დაკარგულ ნივთს მოულოდნელად იპოვი, ეს რაზე მიანიშნებს?

- ზოგჯერ რაღაცას ეძებ, მთელ სახლს თავდაყირა დააყენებ, მაგრამ მაინც ვერ პოულობ იმას, რაც ასე ძალიან გჭირდება. ზოგჯერ კი პირიქითაა: ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, სრულიად მოულოდნელად წააწყდები დიდი ხნის წინ დაკარგულ ნივთებსა თუ დოკუმენტებს. ეს ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში წესრიგი დაბრუნდა და ჭეშმარიტების გზას დაადექით. ზოგიერთი ნივთი მოგონებებს აღძრავს და სხვადასხვა ისტორიას გვახსენებს. მაგალითად: ფოტოსურათი, ვიღაცის ნაჩუქარი ნივთი, ან სუვენირი, რომელიც კონკრეტულ მოგზაურობას უკავშირდება და ასე შემდეგ. ამ დროს უნდა გაიხსენოთ, რას უკავშირებთ ამ ნივთს, ბედნიერი იყავით თუ მოწყენილი იმ მომენტში. ეს იმის მანიშნებელია, რომ დიდი ალბათობით, ახლო მომავალში კვლავ განიცდით მსგავს გრძნობებს. ასევე, თუ წინ მნიშვნელოვანი გზა გელით, აუცილებლად დააკვირდით ბედის მინიშნებებს. მაგალითად, გამუდმებით რაღაც გზას გიბლოკავთ - მძღოლები გზას არ თმობენ, შუქნიშანზე წითელი ანთია... გამოდის, ვიღაც ხელს გიშლით? სინამდვილეში, ალბათ, რაღაც სისულელის ჩადენას აპირებდით, სამყარო კი ამის შესახებ გაფრთხილებთ. აბა, კარგად დაფიქრდით: გზაზე ვინმეს ტირილი ან გინება თუ შემოგესმათ, ჩხუბს ხომ არ შეესწარით ან იქნებ, მოულოდნელად სხვისი ძაღლი დაგესხათ თავს?.. ეს გაფრთხილებაა, რომ გზა, რომელსაც ადგახართ „ტაძრამდე ვერ მიგიყვანთ“... და პირიქით, ყველაფერი კარგად იქნება, თუ გზა მარტივია და შეფერხების გარეშე, რამდენიმე წუთში მოვა თქვენი ტრანსპორტი, ისმის სასიამოვნო მუსიკა, ყველგან მხოლოდ მეგობრული და მშვიდი ადამიანები გხვდებიან, შუქნიშანზე კი ყოველთვის მწვანე ანთია. ასე რომ, თუ ცხოვრების სწორ ხაზს მიჰყვებით, წინ სიხარული გელით და გარშემოც სასიამოვნო მოვლენები ვითარდება. გაიგებთ სხვათა მიღწევებისა და წარმატებების, დაწინაურების, შენაძენისა და ქორწილის შესახებ.

- სხვა თუ ბედნიერია, შენც ბედნიერი ხარ?

- დიახ, მაგალითად, თუ ქუჩაში გაღიმებული, მოცინარი ხალხი გხვდებათ, თავადაც ბედნიერებით ივსებით, სიხარულისა და სიყვარულის გრძნობა გეუფლებათ. ხოლო, გზად სასიამოვნო მუსიკა ან ზარის რეკვაც თუ შემოგესმათ, კარგის ნიშანია - სწრაფ განკურნებასა და ემოციურ ჰარმონიაზე მიუთითებს. ნაპოვნი ფრინველის ბუმბულიც, ასევე, გარდაუვალ წარმატებასა და უმაღლესი ძალების მფარველობაზე მიუთითებს. თუმცა ხდება ისეც, რომ, თუ კონფლიქტების, ჩხუბის, დაპირისპირების, უხეშობის მოწმე გახდით, ესეც გაფრთხილებაა. შესაძლოა, მალე ცხოვრებაში კონფლიქტური სიტუაციები შეგექმნათ. ფრინველის მჭახე ძახილიც, ასევე, ცუდის ნიშანია - ჭორსა და მითქმა-მოთქმას ნიშნავს.

- ჭოჭმანის შემთხვევაში, როგორ მინიშნებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა?

- თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი რჩევები: პრობლემაზე ფიქრისას, ყური უგდეთ, რას ამბობენ სხვები - შემთხვევითმა ფრაზამ შეიძლება ჭეშმარიტებამდე მიგიყვანოთ; ჩართული ტელევიზორიდან გაგონილი პირველივე ფრაზა შეიძლება, იყოს მინიშნება; ანდა გადაშალეთ წიგნი და მოცემული გვერდის ზედა ხაზმა შეიძლება მოგცეთ საჭირო პასუხი. დაბოლოს, ბედის ნიშნების გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე შეიძლება სხვადასხვანაირად აიხსნას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთარ თავს, თქვენს გრძნობებს უნდა მოუსმინოთ. ზოგჯერ კი სიჩუმესა და სიმშვიდეში უნდა დარჩეთ, რადგან აურზაურმა, აჩქარებამ და შფოთვამ შეიძლება ცხოვრების საუკეთესო მომენტები გამოგატოვებინოთ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ზაფხულში სირთულეები ელოდება

კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა - რას წერს მისი ყოფილი მეუღლე

„ჩვენი ულამაზესი...“ - შორენა ბეგაშვილი ავსტრიიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს

წყარო: tbiliselebi.ge