„სექსუალურ ენერგიას, რომელსაც ქალი ფლობს მხოლოდ სიამოვნებას არ ეხება, ის არის ძირითადი სასიცოცხლო ძალა, რომელიც მოძრაობს მის სხეულში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პიროვნული ზრდის მენტორი თამარ კვარაცხელია წერს.
მისი თქმით, სექსუალურ ენერგიას უწოდებენ შემოქმედებით ენერგიას ან სასიცოცხლო ენერგიას და როდესაც სიცოცხლის წყარო დაზიანებულია, ქალი განიცდის ტკივილს, ძალადობას, სირცხვილს, უგულებელყოფას ან ემოციურ მარტოობას/მიტოვებას/მარტოსულობას:
„როდესაც ქალი ღრმად მუშაობს საკუთარ ენერგიაზე, მის ცხოვრებაში არსებული მრავალი გამოწვევა ბუნებრივად იწყებს განკურნებას.
სექსუალურ ენერგიას, რომელსაც ქალი ფლობს მხოლოდ სიამოვნებას არ ეხება, ის არის ძირითადი სასიცოცხლო ძალა, რომელიც მოძრაობს მის სხეულში, ემოციებსა და სულში თავისთავად.
სექსუალურ ენერგიას უწოდებენ - შემოქმედებით ენერგიას ან სასიცოცხლო ენერგიას. სიცოცხლის ან მაცოცხლებელი წყარო.
როდესაც სიცოცხლის წყარო დაზიანებულია, ქალი განიცდის ტკივილს, ძალადობას, სირცხვილს, უგულებელყოფას ან ემოციურ მარტოობას/მიტოვებას/მარტოსულობას. ეს მდგომარეობა მასში ქმნის დესტრუქციულ გამოცდილებას და იბლოკება სექსუალობა ემოციურ სხეულში.
დაბლოკილი სექსუალური ენერგია გავლენას ახდენს ბევრ რამეზე, ვიდრე მხოლოდ ინტიმია. ის გავლენას ახდენს თავდაჯერებულობაზე, თვითშეფასებაზე, კრეატიულობაზე, ურთიერთობებზე და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კი.
ქალმა შეიძლება იგრძნოს სხეულისგან გათიშვა, როცა სხეული დაბუჟებულია ან მუდმივად დაღლილია.
განკურნება იწყება: როდესაც ქალი თავს საკმარისად უსაფრთხოდ გრძნობს. ის ასეთ დროს, უბრუნდება საკუთარ სხეულს.
საკუთარი არსის შეცნობით - ცნობიერების, თანაგრძნობისა და ღრმად შინაგან სამყაროზე მუშაობის გზით, ის იწყებს დაგროვილი ემოციებისა და ძველი ტრავმებისგან გათავისუფლებას, რომლებიც მის საკრალურ ცენტრებში - საშვილოსნოში, გულსა და ნერვულ სისტემაში ინახება.
როდესაც ქალი თავის (არაცნობიერ) ჭრილობებს კურნავს, მისი სექსუალური ენერგია კვლავ იწყებს ნაკადად დინებას - თავიდან ნელა, მერე უფრო და უფრო თავისუფლად. შეგრძნება უბრუნდება სხეულს, არა მხოლოდ სიამოვნების სახით, არამედ სიცოცხლის უნარიანობისა და მყოფადობის სახით. ის ხდება დამკვიდრებული, თავდაჯერებული და საკუთარ თავთან უფრო მეტად დაკავშირებული, მგრძნობიარე. მისი კრეატიულობა ფართოვდება, ინტუიცია ძილერდება და ემოციური ინტელექტი ღრმავდება.
ამ განკურნებულ მდგომარეობაში ბუნებრივი ხდება მისი სექსუალურობა. მას არ სჭირდება მცდელობები შეიცვალოს, მოხიბლოს, გაისწოროს, შეავსოს, მოიჭრას...
თავად მისი ყოფნა ველი და სივრცე გარშემო ხდება მაგნიტური.
მისი სხეული ცოცხალია და ცხოვრებისადმი მგრძნობიარეა.
ის სწავლობს საკუთარი საზღვრებისა და სურვილების პატივისცემას დანაშაულის ან სირცხვილის გარეშე.
თვითშეფასება ცვლის მის ურთიერთობებს და ამ ურთიერთობებში ის აძლევს სხვებს ფონს და სივრცეს, სწორებად (სიყვარულით, პატივისცემით და დაფასებული) მოპყრობის საშუალებისთვის.
როდესაც მისი ქალური ენერგია თავისუფლად მიედინება, შინაგანი მამაკაცური ენერგიაც იკურნება. შინაგანი მამაკაცი ხდება დამხმარე, დამცავი და მზრუნველი, და არა მაკონტროლებელი ან ჩამხშობი/მოძალადე.
ქალში დაბალანსებული მამაკაცური ენერგია ამაღლებს მის ცნობიერებას, აძლევს სიცხადეს, მიმართულებას და მიზანს. ერთიანად ქმნის შინაგან ჰარმონიას.
აი, ამ წუთიდან, ქალი აღარ ეძებს დადასტურებას, არ ითხოვს ყურადღებას საკუთარი თავის გარეთ. ის ფესვგადგმულია თავის სიყვარულში, კმარია, ენდობა თავს, შინაგან ძალას და პირველწყაროს (ღმერთი-მამა-დედა ერთიანს).
თავის გამთლიანებით, შედის თავის ჭეშმარიტ არსში და ხდება მაგნიტი. ამ დროს, ღრმად არის დაკავშირებული თავის სხეულთან, სულთან და სიცოცხლის ძალასთან. ამ მდგომარეობაში ის არ ცდილობს ქალღმერთად იქცეს - უბრალოდ იხსენებს, რომ ის უკვე არის ქალღმერთი.
ყველა ქალის ურთიერთობა მის სექსუალურ ენერგიასთან, ქალურ არსთან და შინაგან მამაკაცურ საწყისთან ღრმა საკითხია სამუშაოდ და ხშირად ის დაკავშირებულია ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან, ტკივილებთან, ჭრილობებთან და ურთიერთობებში არსებულ ნიმუშებთან“, - წერს თამარ კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჩინური ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელიც 22 იანვარს მნიშვნელოვან სიმდიდრესა და სიუხვეს მოიზიდავს