Digest Logo

„რა სამარცხვინო თავხედობაა ასეთი გამბედაობით ტყუილების ფრქვევა... ბოდავს რაღაცებს“ - ხათუნა ნოელი თაკო მელიქიშვილს კვლავ დაუპირისპირდა

1768990891
თაკო მელიქიშვილი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ჟურნალისტ თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიურ პროგნოზებს აკრიტიკებს და მას საჯაროდ უპირისპირდება. 

მისი განმარტებით, ის, რასაც თაკო მელიქიშვილი ავრცელებს, ტყუილია, მეტიც, ხათუნა ნოელი ამბობს, რომ ჟურნალისტი „რაღაცებს ბოდავს“:

„ისევ ის თიკო თუ თაკო ბოდავს რაღაცებს, თურმე ას წელიწადში ერთხელ რომ ხდება რაღაც, იმას მიაგნო - მარსი, მერკური და ვენერა ერთდებიანო და მაგიური დღე იქნებაო. არიქა, ფულებს მოგიზიდავთო.

რა ასი წელი, ჯობდა ათასი გეთქვა, ასი ცოტაა. უფრო მეტ ლაიქების დაგიტოვებდნენ, გოგონი.

რატომ გამობჟუტურდებით ხოლმე ასტროლოგიის ბაიბურში რომ არ ხართ ის ხალხი და რაც მოადგებათ პირზე იმას იძახით?

2019 წლის სექტემბერი ასი წლის წინ იყო? თუ 2011 წლის მაისი იყო საუკუნის უკან? მაგ ას წელიწადში რამდენჯერ შეერთდნენ, იცი ეს პლანეტები?

თანაც, რატომ მხოლოდ ეგ სამი პლანეტა? მაშინ როდესაც ახლა მზეც მანდაა და პლუტონიც? თუ ზუსტ შეერთებაზეა საუბარი, მანდაც ტყუილი გამოგდის, ვენერა მერწყულის მე-5 გრადუსზეა, მერკური მეორეზე და მარსი საერთოდაც თხის რქის 29-ე გრადუსს გადის.

აი, 2019-ში კი ეგ სამივე ქალწულში იდგნენ, პლუს მზეც და მთვარეც იქ ჰყავდათ. ან მაგია რა შუაშია...

რა სამარცხვინო თავხედობაა ასეთი გამბედაობით ტყუილების ფრქვევა“, - წერს ხათუნა ნოელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„უნდა მიხვდე, ხანდაზმული ქალბატონი ხარ...“ - როგორ მიულოცა მამამ ნინა წკრიალაშვილს დაბადების დღე, რომელიც 48 წლის გახდა

„იბადება ახალი იდეები, ინოვაციური ხედვები და სურვილი, რომ ცხოვრება უფრო თავისუფალი, სამართლიანი და ცნობიერი გახდეს“ - თამარ ხოსროშვილი მზის მერწყულში გადასვლაზე

„მაქვს ცუდი ამბავი მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ტანჯვა ადამიანს უკეთესს, წმინდას და უფრო სულიერს ხდის“ - რას წერს თამუნა იოსელიანი