Digest Logo

„უნდა მიხვდე, ხანდაზმული ქალბატონი ხარ...“ - როგორ მიულოცა მამამ ნინა წკრიალაშვილს დაბადების დღე, რომელიც 48 წლის გახდა

1768989731
ნინა წკრიალაშვილი

მომღერალი და ყოფილი ტელეწამყვანი ნინა წკრიალაშვილი იუბილარია. იგი 48 წლის გახდა და სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. 

მან დაბადების დღე ოჯახთან ერთად აღნიშნა. მამასთან ერთად გადაღებული ვიდეო კი „ინსტაგრამზე“ გაავრცელა, სადაც ისმის, როგორ ულოცავს იგი შვილს იუბილეს: 

„ვულოცავ ქალბატონს, რომელიც დაიბადა მეცხრამეტე საუკუნეში, ახლა ვართ ოცდამეერთე საუკუნეში. ესე იგი, შენ უნდა მიხვდე, რამხელა ხანდაზმული ქალბატონი ხარ, მაგრამ არ გეტყობა არაფერი, ბავშვივით ჭკუა გაქვს, რაც მთავარია. არ გამოიყურები როგორც 48 წლის ქალბატონი, გამოიყურები როგორც 18-19 წლის გოგონა.

უფალი გფარავდეს რაც მთავარია“, - ამბობს ნინა წკრიალაშვილის მამა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„იბადება ახალი იდეები, ინოვაციური ხედვები და სურვილი, რომ ცხოვრება უფრო თავისუფალი, სამართლიანი და ცნობიერი გახდეს“ - თამარ ხოსროშვილი მზის მერწყულში გადასვლაზე

„მაქვს ცუდი ამბავი მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ტანჯვა ადამიანს უკეთესს, წმინდას და უფრო სულიერს ხდის“ - რას წერს თამუნა იოსელიანი

„აუ, რა გოგოები... ულამაზესი დედა-შვილი“ - ნინი შერმადინის ახალი ფოტოები დათოვლილი ამერიკიდან