ასტროლოგი და ექსტრასენსი, რომელიც „ფეისბუკ“ გვერდს Storytale-ს მართავს, სოციალურ ქსელში ენერგოვამპირ ადამიანებზე საუბრობს და გვასწავლის, როგორ დავიცვათ თავი მათგან.
მისი თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი ენერგია, ადამიანები ვისაც აქვთ მხოლოდ ენერგიის მისთვის სამყოფი რესურსი და ისინი, ვისაც აქვთ ძალიან ცოტა ენერგია, სწორედ ეს ბოლო კატეგორია ხშირ შემთხვევაში იქცევიან ენერგოვამპირებად - ანუ ენერგიის დანაკლისის შევსებას ცდილობენ სხვისი ენერგიის მიღებით:
„ენერგოვამპირები: როგორ ამოვიცნოთ ისინი და როგორ დავიცვათ თავი მათგან?
ენერგია გარე სამყაროში უსაზღვრო რაოდენობითაა, თუმცა ადამიანთა მიმართებაში არადიფერენცირებულად ნაწილდება.
არსებობენ ე.წ დონორები ანუ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი ენერგია, ადამიანები ვისაც აქვთ მხოლოდ ენერგიის მისთვის სამყოფი რესურსი და ისინი ვისაც აქვთ ძალიან ცოტა ენერგია, სწორედ ეს ბოლო კატეგორია ხშირ შემთხვევაში იქცევიან ენერგოვამპირებად. ანუ ენერგიის დანაკლისის შევსებას ცდილობენ სხვისი ენერგიის მიღებით.
ვამპირი თავისი მსხვერპლის სიხშირეზე ქვეცნობიერ დონეზე გადაეწყობა ხოლმე. გარეგნულად ეს შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს.
ყველას თავისი მიდგომა და ტექნიკა აქვს ადამიანებისგან ენერგიის წასაღებად, ზოგი ამას მუდმივი წუწუნით აკეთებს, ზოგიერთი აგრესიული და უფრო პროვოკატორია და ამ გზით იღებს ადამიანების ენერგიას, არსებობს ენერგოვამპირების ისეთი კატეგორიაც, რომელიც გარეგნულად არაფრით გამოავლენს თავის თავს, მაგრამ მასთან კონტაქტის შემდეგ ხვდებით რომ ენერგია დაკარგეთ.
მათი ამოცნობა მარტივად შეგიძლიათ, თუ ადამიანთან კონტაქტის, საუბრის შემდეგ თავს გრძნობთ დაღლილად, ენერგია გამოცლილად, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ფიზიკურ დონეზეც გქონდეთ დისკომფორტი მაგალითად აგტკივდეთ თავი კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ, ასეთ დროს შეგიძლიათ ივარაუდოთ, რომ საქმე გაქვთ ენერგოვამპირთან.
როგორ შეიძლება მათგან თავის დაცვა:
თუ შესაძლებელია გაერიდეთ, ეცადეთ ნაკლები დრო გაატაროთ ასეთ ადამიანთან ახლოს
თუ მაინც მოსმენა მოგიწევთ ხელები გადაიჯვარედინეთ გულმკერდთან და ისე მოუსმინეთ.
მოუსმინეთ უყურადღებოდ, არ მიიტანოთ მისი ნათქვამი არცერთი სიტყვა ემოციურად ახლოს
შექმენი წარმოსახვითი დამცავი ველი შენს გარშემო, მაგალითად წარმოიდგინე რომ შენს გარშემო არის კედელი რომელიც გიცავს ყველა საფრთხისაგან ან ცეცხლის ალი, წარმოიდგინე და იგრძენი დამცავი ველი მაქსიმალურად რეალისტურად. წარმოიდგინე როგორ გიცავს ის ნებისმიერი სახის ნეგატივისგან.
წარმოიდგინე თქვენს შორის სარკე, რომელიც ყველაფერს რაც მისგან მოდის აირეკლავს და ნეგატივი მასვე დაუბრუნდება.
ატარეთ დამცავი ამულეტი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლიკა ქორქიამ შვილი გამოაჩინა - მოდელი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს