როგორ ჩაიფიქრონ ზოდიაქოს ნიშნებმა სურვილი 26 სექტემბერს? - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი აქვეყნებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:
„♈️ ვერძი — სურვილი ხმამაღლა თქვი და პირველი ნაბიჯი იმავე დღეს გადადგი.
♉️ კურო — სურვილი ფურცელზე დაწერე და საფულეში შეინახე.
♊️ ტყუპები — სურვილი სამჯერ გაიმეორე და შემდეგ სამყაროს მადლობა გადაუხადე.
♋️ კირჩხიბი — სურვილი სანთლის შუქზე ჩაიფიქრე და გულით იგრძენი, თითქოს უკვე ასრულდა.
♌️ ლომი — სარკეში ჩაიხედე და სურვილი თავდაჯერებულად წარმოთქვი.
♍️ ქალწული — სურვილი ძალიან კონკრეტულად დაწერე: რა გინდა, როდის და როგორ.
♎️ სასწორი — სურვილი სიყვარულით ჩაიფიქრე და ვარდისფერ ან თეთრ ფურცელზე დაწერე.
♏️ მორიელი — სურვილთან ერთად დაწერე, რის გაშვებას აპირებ მის ასასრულებლად.
♐️ მშვილდოსანი — სურვილი ღია ცის ქვეშ ჩაიფიქრე და დიდ მიზნებზე იფიქრე.
♑️ თხის რქა — სურვილი მიზნად აქციე და მის ასასრულებლად სამი ნაბიჯი ჩამოწერე.
♒️ მერწყული — სურვილი უჩვეულო ფორმით დაწერე და მხოლოდ საკუთარ თავს გაუზიარე.
♓️ თევზები — სურვილი წყლის ჭიქასთან ჩაიფიქრე, შემდეგ კი წყალი ნელა დალიე.
სურვილი აწმყო დროში წარმოთქვი: „მადლიერი ვარ, რომ ჩემი სურვილი უკვე ასრულდა!“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
⭕ ავოკადოს სამკურნალო თვისებები - „დიდი ულუფა ზოგიერთ ადამიანს კუჭის დისკომფორტს ან სიმძიმეს აძლევს“