რეტროგრადული მერკური ↙️
⚡️ მზრუნველი ინსტრუქცია თქვენთვის, როგორ გაიაროთ 29 ივნისი - 23 ივლისის პერიოდი ახლობლებთან დრამის, დაკარგული დოკუმენტების და „დამწვარი ხიდების“ გარეშე.
ამ შემთხვევაში ორი ფაზა გვაქვს. მოდით, განვიხილოთ როდის რას ჯობია მივაქციოთ ყურადღება.
📆 30 ივნისი - 12 ივლისი
✅კარგი დროა ახლობლებთან ვერშემდგარი საუბრების განსახილველად - უმჯობესია დაასრულოთ სათქმელი და არ გააღრმავოთ სიჩუმე.
✅ასევე კარგი დროა ადრე დაწყებული რემონტისა და საოჯახო საქმეების დასასრულებლად. ვასრულებთ ძველ საქმეებს (მაგრამ არ ვიწყებთ ახალს).
✅ეწვიეთ მშობლებსა და უფროსი თაობის ნათესავებს, გადაარჩიეთ ძველი ნივთები და ფოტოები. ნოსტალგია ამჟამად თქვენს სასარგებლოდ მუშაობს — ოღონდ იმ პირობით, თუ წარსულში არ ჩარჩებით.
✅ჰკითხეთ საკუთარ თავს: სახლისა და ჩვევების რომელი ასპექტები მაფერხებს და რა მთრგუნავს? ჩაატარეთ „რევიზია“.
📆 12 - 23 ივლისი
✅შეამოწმეთ, გადაიკითხეთ, ჩაასწორეთ ტექსტები, ხელშეკრულებები, მიმდინარე პროექტები. მიუბრუნდით ძველ საქმიან კონტაქტებს, კლიენტებს, კოლეგებს. ყურადღებას ვამახვილებთ დაუსრულებელ პროექტებზე, სადაც რაღაც არ გამოვიდა. შეამოწმეთ თარიღები, ვადები და მოგზაურობის დეტალები.
✅ დაასრულეთ კურსი, წიგნი, უნარის ათვისება.. რაც ადრე შუა გზაზე მიატოვეთ. მთელი პერიოდის განმავლობაში.
✅შეინახეთ ყველა მნიშვნელოვანი ფაილი, ფოტო და დოკუმენტი, შექმენით სარეზერვო ასლები - ტექნიკამ, შეიძლება ყველაზე არახელსაყრელ დროს გიმტყუნოთ. ყველა შეთანხმება წერილობით დააფიქსირეთ. სიტყვიერ შეთანხმებას ნუ დაყრდნობით.
✅თუ გჭირდებათ ინფორმაცია, დოკუმენტები, დასტური, ან პასუხი ორგანიზაციებისგან — თამამად გააგზავნეთ თქვენი მოთხოვნები. ხშირად, მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ, რეტროგრადული პერიოდის დასრულების შემდეგ მოდის.
✅საჭესთან ძალიან ფხიზლად! უმჯობესია მანქანა წინასწარ შეამოწმოთ; გზა და მანქანა უყურადღებობას არ გაპატიებენ. ამ პერიოდში კონცენტრაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
✅მნიშვნელოვან შეხვედრაზე ყოველთვის ადრე წადით, მოიტოვეთ დამატებით დრო. ამ პრიოდში ადამიანები უფრო მეტად გაფანტულები არიან, უშვებენ შეცდომებს, ერევათ მარშრუტი, ღებულობენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.
რისი გაკეთება არ შეიძლება❓
❎არ ვაფორმებთ ახალ მსხვილ კონტრაქტებს და არ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტებს. ამჟამად უმჯობესია ენერგია არსებული სამუშაოების დახვეწაზე,მიმართოთ.
❎ არ ვყიდულობთ ტექნიკას, სატრანსპორტო საშუალებებს, ან უძრავ ქონებას. ვერიდებით ნებისმიერ ძვირადღირებულ შენაძენს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც უეცარი სურვილით არის გამოწვეული. ამ დროს მიღებული გადაწყვეტილებები ჩვეულებრივზე მაღალ რისკს შეიცავს. დიდი შანსია, რომ ნივთი წუნდებული, ან უბრალოდ არასწორი არჩევანი აღმოჩნდეს.
❎არ ვწერთ ყოფილ შეყვარებულებს! შესაძლოა, ამის სურვილი გაგიჩნდეთ, ნოსტალგია და ნამდვილი გრძნობები ადვილად აგრევათ. ნუ იმოქმედებთ ნაჩქარევად და ნუ გამოიტანთ ნაადრევ დასკვნებს არსაიდან წარმოქმნილ ოჯახურ კონფლიქტში. გამოტოვებული ზარი, ან უხერხული შენიშვნა შეიძლება დრამაში გადაიზარდოს, თუ ემოციებს აყვებით.
❎გადამოწმების გარეშე ნუ ენდობით ბუნდოვან ინფორმაციას, ჭორებს. ყოველი „ზუსტად ვიცი“-ს უკან, შესაძლოა, სიყალბე იმალებოდეს.
❎მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ემოციურ ფონზე ნუ მიიღებთ. მოქმედების დაწყებამდე ინფორმაცია გადაამოწმეთ.
რეტროგრადული მერკური არც სასჯელი და არც ცხოვრების გადადების მიზეზია. ეს არის პერიოდი, რომელიც ცოტა მეტ ყურადღებას, მოთმინებას და კონცენტრირებას მოითხოვს. შენელებით, დეტალების ორჯერ შემოწმებით და ფორიაქის გარეშე, შეგიძლიათ ეს დრო მშვიდად და პროდუქტიულადაც კი გაიაროთ.
ზოგჯერ, სწორედ რეტრომერკური გვეხმარება დაინახოთ ის, რაც ადრე შეუმჩნეველი დაგვრჩა, გამოასწოროთ წარსული შეცდომები და ჩაუყაროთ საფუძველი მომავალი წარმატებისთვის.
ავტორი: თამო შავლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესეთ:
🎥 „სახუმარო ამბავი ხომ არაა?!“ - დაჩი იოსელიანი 3 წლის გახდა