Digest Logo

🎥 როგორ გამოხატავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები? - „მეტი ბერბიჭა და შინაბერა ქალწულის ნიშანში დაბადებული ადამიანია“

1727695371
ზოდიაქო ნიშნები

როგორ გამოხატავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები?

რა არის პრიორიტეტული რომანტიკულ ურთიერთობაში მიწისა თუ ჰაერის ნიშნებისთვის?

აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგი ქეთი ვაწაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს.

„ახლა სასწორის პერიოდში ვართ, რომელსაც მართავს ვენერა. ვენერა სიყვარულს მართავს. ვენერას ქვეშაა კუროს ნიშანი

ვერძი

მათ ახასიათებთ ცეცხლოვანი გამოვლენა სიყვარულის, ოღონდ უნდა ჰყავდეს შესაბამისი პარტნიორი, გადაჰყვება ზედ და ერთგულიც იქნება. მაგრამ თუ არ მოსწონს, მაშინ დაიპყრობს და გაიმარჯვებს. შემდეგ უკვე კარგავს ინტერესს.

კურო

არის კომფორტი ადამიანი. კარგი რესტორანი, კარგი საჩუქრები და ზედმეტებში არ გადავა. ის თავს ავლენს საქმით და არა სიტყვით. ჰარმონიული და მშვიდია. ნელია საკმაოდ, მომწოფებაც სჭირდება.

ტყუპები

24-საათი ტელეფონზეა. ძალიან მნიშვნელოვანი ხარ ამ დროს მისთვის და თუ ეს არ ხდება, ანუ მთლად ბოლომდე არაა თქვენზე შეყვარებული. თავგადასავლები მოსწონთ, სიახლეები უყვართ ამიტომ ამოუწურავი უნდა იყო, რომ დააინტერესო. 

კირჩხიბი

ძალიან ემოციურია, ჩახუტების და სიყვარულის გამოხატვის ადამიანია. ზრუნავს ძალიან, ხომ არ გშია, ხომ არ გწყურია, დედობრივი ინსტიქტი აქვს.

ლომი

ლომს შეყვარებულობას, კონკრეტული ადამიანი კი არ უყვართ, არამედ მდგომარეობა ამ სიყვარულის. ყველა ვინც მისი ხედვის არეალში მოხვდება, ე.ი. რაღაცით გამორჩეულია მისი რჩეულიც. მას უყვარს ეფექტური სიყვარული.

ქალწული

სიყვარულის გამოვლენა ნაკლებად. მეტი ბერბიჭა და შინაბერა ქალწულის ნიშანში დაბადებული ადამიანია. სულ ფიქრებში არიან, სულ ბჭობენ. იგი აუცილებლად იზრუნებს თქვენს ჯანმრთელობაზე და ამით მიხვდებით, რომ უყვარხართ მას ნამდვილად.

სასწორი

ძალიან ელეგანტურია, საჩუქრებშიც. არ უყვარს უხეშობა. უფრო ელეგანტური უნდა იყო, სიუხეშეს ვერ და არ აიტანს.

მორიელი

ძალიან ინტენსიურია. ეჭვიანიცაა, მესაკუთრეც და დამპყრობელი. უყვარს კონტროლი, მაგრამ ამას ვერ შეატყობ და არც აჩვენებს. შინაგანად აკონტროლებს ყველაფერს.

მშვილდოსანი

ავანტიურისტია, უყვარს თავგადასავლები. სტაბილურობაში უჭირს, რადგან სიახლეები უნდა.

თხის რქა

საერთოდ ვერ გაიგებ, უყვარხარ თუ არა. ზედმეტობები არ უყვარს. საქმით მიხვდებით, მას უყვარხარ თუ არა.

მერწყული

უყვარს მას კაცობრიობა. ხშირად ერევათ სიყვარული და მეგობრობა, თუმცა მის შემთხვევაში მარტივად გადადის ერთი მეორეში. რაც უფრო ინტელექტუარულ კავშირს პოულობ მასთან ე.ი. უნდა მიხვდეთ, რომ უყვარხართ.

თევზები

ყველაზე ემოციურები, ყველაზე თავგანწირული ნიშანია. პარტნიორს იგი პატიობს ყველაფერს. რომანტიკოსია, და ზედმეტად მიწეპეპა უწევთ. სანთლის შუქზე, სადღაც კორპუსის თავზე შეუძლია რომანტიკული საღამო მოგიწყოთ. ხშირად იციან აკვიატება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს, საქართველოს მთავრობისგან ჯილდოს სახით, თითოეულს, მილიონი ლარი გადაეცემათ

🔴 მატილდა გვარლიანი Holidaymagazine-ს გარეკანზე გამოჩნდა - მოდელის მორიგი წარმატება

🎥 „ეს არის პერიოდი, როდესაც მოხდება საჯარო სკანდალები, რისი გავლენაც ორი კვირიდან, 18 წლამდეა ხოლმე“ - ხათუნა ნოელი 2 ოქტომბრის მზის დაბნელებაზე